USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
BMG: მოკლევადიანი გამოსავალია, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდოს - ეკონომისტი რეგულაციის შერბილებაზე
дата:  714

იპოთეკურ დაკრედიტებაზე რეგულაციის გამარტივება უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის, თუმცა ამ მექანიზმით მოთხოვნის პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნება მოსალოდნელი არაა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრში აცხადებენ.

როგორც ცენტრის მკვლევარმა, გოჩა ქარდავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის გამარტივება მიმართულია იმისკენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე რისკები შედარებით შემცირდეს.

მისივე შეფასებით, მიგრაციის ეფექტის შენელებასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის კლება ისედაც მოსალოდნელი იყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ეს პროცესი უფრო დაჩქარდა.

“ზრდა, რომელიც ბოლო ორ წელში უძრავ ქონებაში ფიქსირდებოდა, სრულად გამოწვეული ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებით, ის, რომ ეს სექტორი შენელდა სიურპრიზი არაა და ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ის ზრდა, რომელიც მიგრანტებმა გამოიწვიეს, ერთჯერადი იყო და ვიცოდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მოთხოვნა შენელდებოდა, რადგან მიგრანტების ახალი ტალღა აღარ შემოსულა, ასევე მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა.

თუმცა სექტორში მოთხოვნა იმაზე უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ეს დროის შედარებით მოკლე პერიოდში მოხდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან ამ სექტორის ხელშეწყობა წესით უნდა იყოს ამ შემცირების საწინააღმდეგოდ მიმართული. იპოთეკურ დაკრედიტებაზე რეგულაციის შერბილება მოთხოვნის ზრდისკენაა მიმართული და მოთხოვნის მცირე ზრდა მოსალოდნელია. თუმცა ეს იმდენად დიდი ცვლილება არაა, რომ მან ფუნდამენტურად შეცვალოს ყველაფერი და მოთხოვნა ისევ პირვანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ეს მოკლევადიანი გამოსავალია, რომ სექტორში მოთხოვნის შემცირება უფრო მარტივად გადასატანი იყოს კომპანიებისთვის”, - განაცხადა გოჩა ქარდავამ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხის აღება გაამარტივა. კერძოდ, ბინის ყიდვისას პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 10% გახდა, ნაცვლად აქამდე არსებული 15%-ისა. ამასთან, გამარტივდა ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგან უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.

 წყარო:bm.ge

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати