ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა. მიუნხენში გამართულ მატჩში ესპანეთმა საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის მე-9 წუთზე კილიან მბაპეს საგოლე გადაცემით ფრანგები კოლო მუანიმ დააწინაურა.
21-ე წუთზე 16 წლის ლამინ იამალმა ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 16 წლისა და 362 დღის ასაკში ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
ანგარიშის გათანაბრებიდან 4 წუთში ესპანელები წინ გავიდნენ დანი ოლმოს გოლით.
ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის მატჩში გამოვლინდება, რომელიც 10 ივლისს დორტმუნდში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.