USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი - "ერთ-ერთ არხზე თოქშოუს ვიწყებ"
თარიღი:  1010

პირდაპირ თოქშოუს ვიწყებ ერთ-ერთ არხზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოდესაში მომავლის კონგრესის გამართვასაც აპირებს, რომელში მონაწილეობასაც საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები მიიღებენ.

"პირდაპირ თოქშოუს ვიწყებ ერთ-ერთ არხზე და მეორე რასაც ვაპირებ არის ის, რომ რამდენიმე კვირაში ჩამოვიყვანო რამდენიმე ასეული კონკურსშერჩეული ახალგაზრდა და ოდესაში ინოვაციის კონგრესი გავმართო საქართველოს მომავალზე. 

საერთოდ არ მაინტერესებს ბევრი პოლიტიკოსის ქარაქუცობა და ერთმანეთში გარჩევა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის