USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
BBC მართლმადიდებლური შობის აღნიშვნის ფოტოებს აქვეყნებს, რომელთა შორის თბილისში გადაღებული „ალილოს“ კადრიც მოხვდა
თარიღი:  573

BBC-მ სტატია მიუძღვნა იმას, თუ როგორ აღნიშნეს მართლმადიდებლებმა შობა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელსაც სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ფოტოები დაურთო. ერთ-ერთი ფოტო თბილისში, „ალილოს“ ასახავს.

გამოცემის ცნობით, 7 იანვარს შობას 200 მილიონზე მეტი ქრისტიანი აღნიშნავს.

ყირგიზეთი/EPA

დონეცკი, უკრაინა/REUTERS

ბეთლემი/EPA

ბელგრადი, სერბეთი/EPA

სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია/EPA

კაირო, ეგვიპტე/EPA

ადის-აბაბა, ეთიოპია/REUTERS

მოსკოვი, რუსეთი /REUTERS

წყარო:https://www.bbc.com/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის