არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის Eagle Hills-ის ბრენდი საქართველოში გაყიდვების ოფისს ხსნის.
კომპანია როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. ორივე პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კინო რუსთაველის პირველ სართულზე განთავსდება. შესაბამისი შოურუმის მოწყობაზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა უკვე გასცა.
შოურუმის რენდერი:

რაც შეეხება თავად დეველოპერულ პროექტს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ Emaar თბილისსა და გონიოში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებს.
„დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ, მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
წყარო: https://bm.ge/
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.