USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ლავროვი ომის დასრულების პირობებზე - არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით
თარიღი:  612

რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში გავაცნობიერეთ, რომ სჯობს, საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის მექანიზმები ნორმალურ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში ბევრს სურს ეს პირობა დაიდოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს ვცხოვრობთ ამ სანქციების ქვეშ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ სჯობს საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ მექანიზმები, პლატფორმები თანამშრომლობისთვის „ნორმალურ“ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულნი არიან და არ ეკონომიკურ ინტერესებსა და ურთიერთობებს, განსაკუთრებით პოლიტიკას, ერთმანეთში არ ურევენ“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რომ რუსეთი დათანხმდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა.

„არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით. საჭიროა რეალობის გათვალისწინება „ადგილზე“ და ეს არა მხოლოდ კონტაქტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ. ახლა ისინი უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან ჩვენი კონსტიტუციით - ეს არის რეალობა“, - დასძინა ლავროვმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის