USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
BMG: კომპლექსი 31-სართულიანი შენობით - რის აშენებას გეგმავს "სილქ როუდ ჯგუფი" ელბაქიძის აღმართთან?
თარიღი:  552

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია - შპს საქანელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

მრავალფუნქციურ კომპლექსის მშენებლობის გეგმების შესახებ, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 65 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო, bm.ge ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა. თავდაპირველად 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობაზე იყო საუბარი.

მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულომ 2022 წლის 18 მარტს დაამტკიცა. გასულ წელს კი, კომპანია შპს საქანელა დეველოპმენტის მიმართვის საფუძველზე, განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებები შევიდა, რითაც ფართობი და სხვადასხვა პარამეტრი გაიზარდა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს საქანელა დეველოპმენტს შპს სილქ რიალ ისთეითი ფლობს, რომლის 95%-იც შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს ეკუთვნის.

რაც შეეხება ინფორმაციას პროექტის შესახებ, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მ. ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის) აღმართსა და სანაპიროს ქუჩას შორის – საქანელას ქუჩის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12-ში. თავდაპირველად საპროექტო ტერიტორია 20 860 კვ.მ. იყო, რაც შემდგომ 2 000 კვ.მ.-ზე მეტით გაიზარდა.

ამასთან, შეიცვალა შენობების რაოდენობა და გაიზარდა მათი სართულები. არსებული პროექტით, საერთო ჯამში, ტერიტორიაზე 7 შენობა აშენდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, პარკინგი და სარეკრეაციო სივრცე.

მაქსიმალური სიმაღლის შენობა 31 სართული იქნება. უფრო დეტალურად: N1, N2 და N3 შენობის სართულიანობა ჯავახიშვილის ქუჩიდან არის 4-6 სართული, შენობა N4 და N5 რომელიც ორიენტირებულია სანაპიროსკენ არის 5 სართულიანი. კომპლექსის დომინანტ მოცულობას წარმოადგენს შენობა N6, სადაც გათვალისწინებულია 31 სართული, ხოლო შენობა N7-ის სართულების რაოდენობა არის 14. კომპლექსისთვის მაქსიმალური სიმაღლე განსაზღვრულია 114.1 მეტრით.

ამჟამად კომპანიას მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართული აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებაზე, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო მცირედით დაკორექტირდა საპროექტო ტერიტორიის საზღვარი.

წყარო: bm.ge

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის