ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.
- „გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%.
- „ლელო“ - 10,4%
- „გირჩი“ - 5,1 %
- „პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %
- ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%
კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.