USD 2.6333
EUR 3.0191
RUB 3.3776
თბილისი
„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ ფრენებზე, ბილეთის ღირებულება 295 ევროდან დაიწყება
თარიღი:  1156

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისიდან დორტმუნდში - 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

„პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, განმარტავენ, რომ ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს, 13:00 საათზეე ვერ დაიწყო.

„ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს გაყიდვების ოფისში: რუსთაველის გამზ. 12-ში და პარტნიორ სააგენტოებში. ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ“,- განმარტავენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის