USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
DOGE-ის მიერ დაზოგილი თანხის 20% ამერიკელებს გადაერიცხებათ
თარიღი:  477

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ილონ მასკის “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის”, იგივე DOGE-ის მიერ ფედერალური ბიუროკრატიული მანქანის ნაწილობრივი დაშლით გამოთავისუფლებული თანხის ნაწილი, შესაძლოა, ამერიკელებს გადაერიცხოთ, ნაწილით კი — აშშ-ის საგარეო ვალი დაიფაროს.

ამ თემაზე პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ სურს, დაზოგილი თანხის ნაწილი ამერიკელებს საგადასახადო შეღავათების სახით დაუბრუნოს. თუკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის გეგმას დავუჯერებთ და DOGE-მა $6.75-ტრილიონიანი ფედერალური ბიუჯეტის $2 ტრილიონით შემცირება მოახერხა, ესე იგი, თითო ამერიკული ოჯახი $5,000-მდე თანხას მიიღებს.

ამ ტიპის და მასშტაბის ფულადი დახმარება დონალდ ტრამპმა ამერიკელებს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც გამოუყო. იმ დროს, “უფასო ფული” მილიონობით ამერიკელმა მიიღო. მოგვიანებით, ეს ფული, დიდწილად, საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა, რამაც, ნაწილობრივ, 2021 წლის აღმასვლა განაპირობა.

DOGE-ის განცხადებით, ამ დრომდე, დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელების კუთვნილი $55 მილიარდი დაზოგა, მაგრამ Bloomberg-ის თანახმად ეს რიცხვი გაცილებით დაბალია და $16.6 მილიარდს შეადგენს. პარალელურად, “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” არსებობის წინააღმდეგ სასამართლო დავები გრძელდება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის