USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
IPM-ის კვლევა - მიმდინარე აქციებს მხარს მოსახლეობის 65% უჭერს
Date:  730

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს, 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გასცეს.

აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და ამ ასაკობრივ კატეგორიაში 76% უჭერს მხარს აქციებს.

35-54 წლის ასაკობრივ ჭრილში აქციების მხარდაჭერა 60%-ია, ხოლო 55 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 58%.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way