ჯოზეფ ბაიდენმა დონალდ ტრამპს რეიტინგით სამ გადამწყვეტ შტატში გაუსწრო. სოციოლოგიური გამოკითხა ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენი ტრამპს ფლორიდაში 5, არიზონაში- 3, მიჩიგანში კი 12 პროცენტით უსწრებს. ეს ის შტატებია, სადაც ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.