USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
თბილისი
USAID-ის დახურვის შემდეგ თხილის სექტორში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა
თარიღი:  970

თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თხილის სექტორში დონორების პროექტების გარეშე ტექნოლოგიური პროგრესი წარმოუდგენელია. როგორც ლევან ქარდავამ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, USAID-ის პროექტების შეჩერების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რადგან თხილის სექტორს იმხელა ფინანსური სახსრები არ აქვს, რომ ტექნოლოგიური გადაიარაღება დონორების საგრანტო პროექტებისგან დამოუკიდებლად შეძლოს.

„ბოლო პერიოდში USAID-ის დახურვის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია თხილის სექტორში. ყველა ტექნიკური გადაიარაღება რაც ხდებოდა ბოლო წლებში სექტორში, ასევე სერტიფიცირება ფინანსდებოდა მათი საგრანტო პროექტებით, რადგან სექტორს არ აქვს ისეთი მოგების მარჟა, რომ რეინვესტირება მოახდინონ ახალ ტექნოლოგიებში.

ეს სექტორი დამოკიდებულია საგრანტო პროექტებზე, ხოლო სახელმწიფო დიდწილად გვთავაზობს უბრალოდ სესხებს, იაფ აგროკრედიტებს, თუმცა საგრანტო კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, გადაიხედება ეს საკითხი და ისევ ხელმისაწვდომი იქნება საგრანტო კომპონენტი ფერმერებისთვის“,-აცხადებს ლევან ქარდავა.

  

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის