USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ირაკლი ზაქრუა - კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, პარტიის პოზიცია ასეთია
თარიღი:  998

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზაქრუას განცხადებით -კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, პარტიის პოზიცია ასეთია.

ის ვარაუდობს, რომ ოცნების კანდიდატი თბილისის მერობაზე ისევ კახა კალაძე იქნება.

„პირადად მე მგონია, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს დედაქალაქის მერობის ასე ვთქვათ შეჯიბრებითობაში. პარტიის პოზიციაა ასეთი, რასაც მე ვახმოვანებ, თუმცა, ოფიციალურ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, თვითონ კახა კალაძის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ არ მგონია რამე სიურპრიზი დახვდეს. არ მსმენია სხვა კანდიდატის შესახებ და არც განიხილება", - განაცხადა ზარქუამ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის