პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს.
მასშტაბური ამნისტია შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე ჰქონდათ ჩამორთმეული.
განსაზღვრულია კანონდარღვევის გარემოებები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთჯერადი აქტით სარგებლობის შემდეგ, მძღოლებისთვის რეგულაციები გამკაცრდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.