USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
იანეზ ლენარჩიჩი, ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
 1004

ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ , - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, რათა მშვიდობიანი დემონსტრაციის თავისი უფლება გამოეყენებინა. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოითხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციები მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში.

შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს,” - განაცხადა ლენარჩიჩმა.

მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ.

„ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს”, - აღნიშნავს ევროკომისარი.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის