USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ
თარიღი:  1385

BBC-მ  თბილისის ცენტრიდან ევროპის ათობით ქვეყნის პენსიონერების ძარცვის, სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია ეთერში გაუშვა. ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ ცენტრებში გერმანელმა პროკურორებმა ჩაატარეს და მათთან ერთად სპეცოპერციის დროს იქ იყო, ბიბისის კამერაც. ჟურნალისტურ  გამოძიებაში, ნაჩვენებია რა დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მილიარდი დოლარის მიტაცების სქემის უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 

საბედისწორ შეცდომა ე.წ ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა დაუშვეს, როდესაც სპეცოპერაციით ოფისში პროკურორები შევიდნენ, მათ კომპიუტერები არ გამოურთავთ. ჩართული კომოპიუტერებიდან კი ამოიღეს ასობით მტკიცებულება. ეკრანებზე ჩანდა, რომ მხოლოდ ერთ თვეში თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5000 ზე მეტ მოქალაქეს დაუგეს მახეს. ჩამონათვალშია სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია. ქოლ-ცენტრის თანამშორომლებმა გაქცევა ვერ მოასწრეს, ადგილზე იპოვეს ბლოკნოტებიც,  სადაც ყველა მოქალაქის მოტყუების ინდივიდუალური გეგმაა ჩამოწერილი. 

"მისტერ ოფშორი" - ასე არის მოხსენიებული დავით კეზერაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაში.

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის