USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Hill» (აშშ): „სიგიჟე და ბოდვაა იმის ფიქრი, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე გაიმარჯვებს“
თარიღი:  479

აშშ-ის გაზეთ The Hill-ში, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების საქმიანობას აშუქებს, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სიგიჟე და ბოდვაა იმის ფიქრი, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე გაიმარჯვებს“ (ავტორი - დენიელ თომას-სტეფი).

პუბლიკაცია ეხება აშშ-ის პრეზიდენტის თანაპარტიელის, დემოკრატი-კონგრესმენის დინ ფილიპის განცხადებას, რომლის თანახმად, სამწუხაროდ, ჯო ბაიდენმა ამერიკელების ნდობა დაკარგა და, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე ვერ გაიმარჯვებს. კანონმდებლის აზრით, სიგიჟე იქნებოდა დღეს ვინმემ იმაზე იფიქროს, რომ ჯო ბაიდენი არჩევნებში დონალდ ტრამპს დაამარცხებს

„მე, როგორც დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის წევრი წარმომადგენელთა პალატაში, ყოველთვის მხარს ვუჭერდი ჯო ბაიდენს. მე მას აგიტაციას ვუწევდი, ხმას ვაძლევდი. მე პრეზიდენტს პატივს ვცემ. მაგრამ განა ვინმეს, ამ მონაცემების წაკითხვისას, შეუძლია ისეთი დასკვნა გააკეთოს, რომ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპზე გამარჯვების ძალა შესწევს? ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა“, - წერს დინ ფილიპსი X ქსელში (ყოფილ Twitter-ში).

კონგრესმენი იმოწმებს გაზეთ Politico-ში დაბეჭდილ ანალიტიკური სტატიის მონაცემებს, რომელთა თანახმად, აშშ-ში ამას წინათ ჩატარებული 13 სოციოლოგიური გამოკითხვიდან 11-მა ჯო ბაიდენის რეიტინგის დაცემა დაადასტურა.

სხვათა შორის, დინ ფილიპმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს საკუთარი თავი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დაასახელოს, რისთვისაც იგი თანაპარტიელებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.

თავისი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას, დინ ფილიპმა ხაზი გაუსვა ჯო ბაიდენის ისტორიულად დაბალ რეიტინგს და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის მდგომარეობა ჯიმი კარტერის მდგომარეობას ჰგავს: 1980 წლის არჩევნებში თეთრი სახლის იმდროინდელი მეთაური მსგავს გარემობებს წააწყდა და უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე.

წყარო: https://thehill.com/homenews/campaign/4326910-phillips-biden-trump-delusional-2024-campaign/

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის