USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
BMG: "გვითხრეს, რომელ ქვეყნებში აპირებენ თანხების დახარჯვას" - პაატა კოკაია ტურიზმის ბიზნესის და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრაზე
თარიღი:  320

ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა წლის ბოლოს ტრადიციულად მედიის გარეშე დახურულ კარს მიღმა შედგა. ინფორმაცია იმაზე თუ რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე პრესრელიზით გავრცელდა, შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები და შეფასებებიც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაციით, უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში დაგეგმილი შეხვედრისას ტურიზმის ადმინისტრაციამაც და სექტორის წარმომადგენლებმაც 2025 წლის შედეგებით თავი მოიწონეს.

"ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებელი პაატა კოკაია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბიზნესს 2026 წლის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, მომავალ წელს აქცენტი ევროპის, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გაკეთდება.

“ეს წლის შეჯამება იყო. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გუშინ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც. განვიხილეთ 2025 წლის პირველი სამი კვარტალის შედეგები. ტურიზმის წარმომადგენლები 2024 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავლების მხრივ ზრდა 5.1%-ია. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობა ნორმალური იყო, საქართველოში მაღალ სეზონზე ტურიზმს საწუწუნო არაფერი აქვს, დატვირთულობის მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს. რაც შეეხება ზამთარს, გამოწვევები აქ იწყება, განსაკუთრებით იქ, სადაც თოვლი არ არის. ზამთარში ტურისტების ის რაოდენობა, რაც ზაფხულში გვყავს, ვერ იქნება, ამიტომ განთავსების ადგილები ზამთარში, დაბალ სეზონზე, ჭარბადაც გვაქვს.

ძირითადი განხილვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაზრდილ ბიუჯეტს ეხებოდა - რა აქტივობებია დაგეგმილი და რომელ ქვეყნებზე კეთდება აქცენტი. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების მიერ დახარჯული თანხა რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ასევე გვითხრეს, რომელ ქვეყნებში აპირებენ თანხების დახარჯვას - ესაა ევროპა, აზია და სპარსეთის ყურის ქვეყნები”, - ამბობს "ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებელი პაატა კოკაია.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის