USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
ღვინის ეროვნული სააგენტო: 4 თვეში ჩინეთში 1.12 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა - ექსპორტი გაზრდილია
თარიღი:  625

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თანახმად, ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. კერძოდ, ღვინის მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში - RAW Wine Shanghai მონაწილეობდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

"გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითის“ ღვინოები.

მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონაში და ტოკიოში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის