USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ფონიჭალაში კიდევ ერთი ლიფტის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ფონიჭალა 3-ის მე-14 კორპუსში ლიფტის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე გამოიცვალა ლიფტის კედლები, ჭერი, იატაკი, ასევე, სარკე, მოაჯირები, განათება,
სავენტილაციო რგოლები, შეკეთდა შახტის და კაბინების კარის ფრთები, ლიფტის კარებზე დაყენდა სენსორები. გარდა ამისა, დამონტაჟდა ახალი ბაგირწამყვანი ბორბლები, კაბინებისა და პირწონის მცოცები.
სამუშაოების ღირებულება 42 900 ლარამდეა.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე შოთა ბერიძე გაეცნო.
მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში ჯამში 21 მისამართზე 37 ლიფტი შეკეთდა, რისთვისაც გამგეოგბის ბიუჯეტიდან 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის