USD 2.6333
EUR 3.0191
RUB 3.3776
თბილისი
BMG: "ეს რგოლი ამოსაგდებია" - ვინ არიან "დამამზადებლები" და როგორ აზიანებენ ქართული ღვინის ხარისხს?
თარიღი:  35

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ვასილ მანაგაძის აზრით, მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი “უხილავი” პრობლემა ე.წ.დამამზადებლის ინსტიტუტია.

„ეს არის შუა რგოლი, რომელიც არც ყურძენს აწარმოებს და არც - ღვინოს. მისი ინტერესი არის წმინდა ფინანსური. გლეხს არა აქვს რეალურად მწარმოებელთან ურთიერთობა და აქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელსაც ყურძნის ხარისხის არანაირი სტიმული არა აქვს... ეს არაჯანსაღი რგოლი მევენახესა და მეღვინეს შორის ურთიერთობიდან ამოსაგდებია”, - თქვა ვასილ მანაგაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც ინტერვიუს თემა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული გამოწვევების და გამოსავლის გზებზე მსჯელობა იყო.

საქართველოში “რთველი 2026”-ის მოახლოებასთან ერთად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული სისტემური გამოწვევები კვლავ აქტუალური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლისთვის, კერძო სექტორისგან ჩაუბარებელი ყურძნის შესყიდვის ახალი - შაქრიანობაზე დაფუძნებული სამსაფეხურიანი მოდელი შემოიღო, დარგის სპეციალისტის აზრით, პრობლემის სათავე გაცილებით ღრმაა.

“ე.წ. დამამზადებლის ინსტიტუტი, ბაზარზე 2013 წლიდან, რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნის შემდეგ გააქტიურდა. მწარმოებელსა და გლეხს შორის გაჩენილი ეს ხელოვნური შუა რგოლი დარგის განვითარებასა და ხარისხის კონტროლს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ე.წ. დამამზადებლები არიან ადგილობრივი კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომლებიც მოქმედებენ როგორც შუამავლები ყურძნის პირველად მწარმოებლებსა (გლეხებსა/ფერმერებსა) და ღვინის მსხვილ ქარხნებს შორის”, - თქვა ვასილ მანაგაძემ და ე.წ. დამამზადებლების ინსტიტუტის სქემაზეც ვრცლად ისაუბრა"

შეკვეთის მიღება - მსხვილი ღვინის საწარმო, რომელსაც არ სურს ასეულობით ინდივიდუალურ გლეხთან მოლაპარაკება და ლოგისტიკური პროცესების მართვა, შუამავალს აძლევს კონკრეტულ შეკვეთას - მაგალითად, 10 000 ტონა ყურძნის მიწოდებაზე.

მოსავლის მობილიზება - შუამავალი ანუ ე.წ. დამამზადებელი შედის სოფლებში, ურიგდება ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთარი ტრანსპორტით უზრუნველყოფს ყურძნის დაკრეფა-ტრანსპორტირებას და ახდენს ამ გიგანტური მასის მობილიზებას.

სარგებლის მიღება - შუამავალი რგოლი ოპერირებს წმინდა ფინანსური ინტერესით, სადაც მისი მოგება დამოკიდებულია ქარხნიდან მიღებულ საკომისიოზე ან/და გლეხისთვის გადახდილ და ქარხნის მიერ ანაზღაურებულ ფასებს შორის სხვაობაზე.

რას აფუჭებს შუამავალი რგოლი?

ვასილ მანაგაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოდელი აჩენს არაჯანსაღ, დამახინჯებულ ურთიერთობას ქარხანასა და გლეხს შორის და დარგს რამდენიმე მიმართულებით აზიანებს:

ხარისხის მიმართ ნულოვანი ინტერესი - “დამამზადებელი არ იღებს მონაწილეობას ვაზის მოვლაში, ყურძნის მოყვანაში და არ აინტერესებს, რა ხარისხის ღვინო დამზადდება მისგან. მისი ერთადერთი მიზანია საწარმოს მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული X რაოდენობის ტონა ყურძენი”, - ამბობს ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

ვასილ მანაგაძის აზრითვე, შუამავალი რგოლი ფერმერების მოტივაციას კლავს და სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მიზანიც, რომ გლეხს გაუჩნდეს სტიმული მაღალი ხარისხის პროდუქტის საწარმოებლად (რასაც ახალი შაქრიანობის წესიც უნდა ემსახურებოდეს), აზრს კარგავს. “როდესაც შუამავალი სოფელში შედის, ის ნაყარად, ხარისხის მიუხედავად ახდენს ყურძნის მასობრივ შესყიდვას”, - დასძინა მან.

გლეხის იზოლაცია რეალური ბაზრისგან - ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რასაც ვასილ მანაგაძის აზრით, “დამამზადებლის” რგოლის არსებობა იწვევს.

“მევენახეს არ აქვს პირდაპირი კავშირი ღვინის რეალურ მწარმოებელთან. შესაბამისად, ფერმერმა არ იცის ბაზრის რეალური მოთხოვნები - რა ჯიშებზე ან ხარისხზეა მოთხოვნა. ის დამოკიდებული ხდება შუამავალზე, რომელიც ჰკარნახობს, როდის დაკრიფოს და რა პირობით ჩააბაროს მოსავალი”, - განმარტა ღვინის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის