USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
ITB Berlin -ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს
თარიღი:  682

ბერლინში მიმდინარე  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს National Geographic-ის, Bloomberg-ის,  Wanderlust-ის  ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან.  მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის China Ready-ის წარმომადგენლებთან.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს სტენდთან საშუალება მომეცა შევხვედროდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა, ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულება გახდეს უფრო ცნობადი და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“,-აცხადებს  მარკუს ლი კომპანია China Travel-ის ხელმძღვანელი.

მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.

ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.

ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილი 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ამ სლოგანით 2023  წელს, საქართველო, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა.  საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის