ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ მასობრივ მიტინგს ატარებს“ (ავტორი - პოლ კირბი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სამი დღის ადრე მანამდე, სანამ ქართველები ხმას მისცემენ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მათი ქვეყნის მომავლისათვის გადამწყვეტად ითვლება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს მოწოდებით მიმართა: „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და არა ომს“.
ხელისუფლებაში 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნება“ სიძნელეებს აწყდება ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლაში, რომ კავკასიურ სახელმწიფოში ისევ მმართველ ძალად დარჩეს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბრალს სდებს იმაში, რომ მათ სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში, თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვთ: საით წავა ქვეყანა - რუსეთისაკენ თუ ევროპისაკენ.
ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც საქარტველოში ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, თბილისის ცენრში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს გამოუცხადა, რომ მათ ღირსეული ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელიც თანასწორობაზე იქნება დამყარებული“.
ქარტველტა დიდი უმეტესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა, მაგრამ ევროკავშირმა საქართველოს ბლოკში წევრად მიღების პროცესი შეუჩერა - ბრიუსელი მკაცრად აკრიტიკებს თბილისს დემოკრატიიდან უკანდახევისა და ისეთი კანონების მიღების გამო, რომლებიც ევროპულ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და ადამიანის უფლებებს არღვევს.
ოპოზიცია მმართველ პარტიას დასავლური ინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს. ამასთან, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანა 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრი გახდება.
საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში საიმედოდ არ ითვლება, მაგრამ მაინც გარკვეული ტენდენციას აჩვენებს. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლას იგებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუ ოთხი ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში წარმატებას ვერ მიაღწევს და ერთპარტიულ მთავრობას ვერ შექმნის.
გასულ კვირას ოპოზიციის მომხრეებმა თავისუფლების მოედანზე ანტისამთავრობო მიტინგი ჩაატარეს, გუშინ კი „ქართული ოცნებამ“ იმავე ადგილზე თავის მომხრეთა დიდი თავყრილობა მოაწყო, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დამცავი მინით აღჭურვილი ტრიბუნიდან მიმართა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც იმავდროულად „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც არის, საქართველოს „ე.წ. დასავლელ მეგობრებს“ ქვეყნის საშინაო საქმეებში ცარევა დააბრალა და განაცხადა: „ჩვენ არავის ვასალები არ ვიქნებით და სხვის სურვილებს არ შევასრულებთ“.
შესაძლოა, ეს სიტყვები ყველა თბილისელის ან ქვეყნის მსხვილი ქალაქების მოსახლეობის სულს და გონებას ვერ დაიპყრობს, მაგრამ რეგიონებში და სოფლებში სიტუაცია სხვაგვარია. „მე არ მომწონს „ქართული ოცნება’, მაგრამ მძულს „ნაციონალური მოძრაობა. თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ მშვიდობა გარანტირებული გვექნება“, - ამბობს ლალი, 68 წლის თბილისელი ამომრჩეველი.
ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის ხუთდღიანი ომი რუსეთთან, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა იყო და როცა რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა. სიტუაცია დღესაც არ შეცვლილა.
ოპოზიცია აცხადებს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს, მაგალითად, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მეხანძრეებს და მასწავლებელებს აშინებენ და აიძულებენ, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. „ემუქრებიან, რომ ისინი სამუშაოს დაკარგავენ. ეუბნბიან, რომ ყველაფერს შეამოწმებენ, ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, - „ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რეგიონებში“.
„ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა იმ ოთხ დაჯგუფებას შორის, რომლებიც არცევნების სედეგად მმართველი პარტიის დამარცხება სურთ. ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მთავრობა „ნაციონალებს“ და ყველა სხვა მსგავს პარტიებს აკრძალავს, როგორც „ხალხისა და ქვეყნის მტრებს“. მანამდე კი, მაისში, საპროტესტო აქციების ფონზე, მმარტველმა პარტიამ ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც დასავლურ (ევროპულ) დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველებს მოუწოდებს, რომ არ შეშინდნენ. იგი ხშირად გამოდის ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხების ეთერში.
საქარველო იმდენად პოლიტიზებული ქვეყანას წარმოადგენს, რომ მთავრობის მხარდამჭერი მსხვილი ტელეარხები რომელიმე მოვლენის შესახებ ერთ ისტორიას აჩვენებენ, ოპოზიციური კი მეორეს, სრულიად განსხვავებულს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის ევროპული კურსის ერთგულია და ევროკავშირის წევრობა სურს. მის პარტიულ ლურჯი ფერის დროშაზე ევროკავშირის ვარსკვლავებია ასახული - მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
მაგრამ ერთ-ერთი მისი პარტიული წინასაარჩევნო პლაკატი განსაკუთრებით შემზარავია, რომელზეც ექვსი ოპოზციური ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ომს, არა აგენტებს“.
ყოველივე ეს კარგად თავსდება „ოცნების“ პარტიულ რიტორიკაში „გლობალური ომის პარტიის“ თაობაზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომისაკენ უბიძგებს, ოპოზიცია კი ამ მხრივ დასავლეთის შეკვეთას ასრულებს.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძის ვარაუდით, როგორც ჩანს, საქართველო სამოქმედოდ უნგრულ მოდელს ირჩევს, ვიქტორ ორბანის სტილით: „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებით თავისი მმართველობის სისტემა ლეგალურად განამტკიცოს - ისე, როგორც უნგრეთშია... მაგრამ მათ უმრავლესობა არ უნდა მიიღონ“, - თვლის ყოფილი ელჩი.
წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c3wpw016434o