USD 2.8766
EUR 3.0014
RUB 2.9406
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს“
თარიღი:  209

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“-ს (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს“ (ავტორი - პოლ კირბი), რომელშიც მიმოხილულია საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური სიტუაცია - დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ბრიტანული მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან გიორგი გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტი: როგორც იგი აცხადებს, ბათუმში, შავიზღვისპირა ქალაქში ყოფნის დროს, სასტუმრო „შერატონის“ ვესტიბიულში მას თავს დაესხნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - გაუტეხეს ცხვირი და მიიღო ტვინის მცირე შერყევა. მართალია, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინციდენტი აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება:  გიორგი გახარიას პარტიის აზრით, თავდასხმა „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და ოპოზიციის დაშინებას ემსახურება. 

ინციდენტს გამოეხმაურა ევროპის კომისია, რომლის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ცემაში მმართველი პარტიის წევრების მონაწილეობა შოკისმომგვრელ ფაქტს წარმოადგენს. მისი თქმით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ან დაუსჯელობა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თვითონ გიორგი გახარია დაადანაშაულეს იმაში, რომ ურთიერთშეტაკება, ვიდეოკადრების თანახმად, სწორედ მან გამოიწვია: ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა - ოპოზიციის მოქმედების პროგრამის საფუძველს სიცრუე და მზაკვრობა წარმოადგენსო.

საინტერესო ფაქტია, რომ გიორგი გახარია ადრე „ქართული ოცნების“ წამყვან პოლიტიკოსს წარმოადგენდა, 2021 წლამდე ქვეყნის შინაგან სქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა. მოგვიანებით იგი თანამდებობიდან გადადგა და შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც, კიდევ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არჩევნების შედეგად პარლამენტში სადეპუტატო  ადგილები მიიღო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, იგი შეუერთდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის აზრით, რადგან არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქ ბათუმში კიდევ ერთი ფიზიკური ძალადობა მოხდა - თავს დაესხნენ ზვიად ქორიძესაც, ჟურნალისტს და ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს. იგი ბათუმში ჩასული იყო ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელთან დაპირისპირებას უკავშირდება: კამათის დროს მზია მაღლობელმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - სილა სტკიცა, რის შედეგადაც მზია ამაღლობელი დააკავეს.

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა დაგმო გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა და მტავრობას დაუყონებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა. მან დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ფიზიკური დაპირისპირებები.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია: ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური რყევა შეინიშნება - მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ხდება შეტაკებები როგორც ოპოზიციასა და პოლიციას შორის, ასევე ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრე მოქალაქეებს შორის.

საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღიურად იმართება: მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში, ევროპული კურსიდან გადახრაში და რუსეთთან - ოკუპანტ სახელმწიფოსთან - ურთიერთობის დათბობაში, ოპოზიცია მოითხოვს განმეორებით არჩევნებს, დაკავებულების გათავისუფლებას და ევროპული კურსის აღდგენას. 15 იანვარს ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ სამსაათიან საპროტესტო გაფიცვაში მონაწილეობა მიიღეს ასობით დაწესებულებისა და კომპანიების თანამშრომლებმა.

პუბლიკაციაში გადმოცემულია დასავლეთის, კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით:

„ევროკავშირი და აშშ ქვეყნის მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში და პრორუსული კურსის გატარებაში ამხელენ და ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიანად ჩათვალა და საქართველოს ხელისუფლებას განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, ხოლო ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ქვეყნის მთავრობა ოპოზიციის წინააღმეგ მიმართულ რეპრესიებში დაადანაშაულა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/cpql9v1r57vo

ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.