USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით მეორედ ისაუბრეს: რა შეთანხმებას მიაღწიეს მოსკოვმა და ვაშინგტონმა“
თარიღი:  700

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით მეორედ ისაუბრეს: რა შეთანხმებას მიაღწიეს მოსკოვმა და ვაშინგტონმა“, რიმელშიც განხილულია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბრის მთავარი მომენტები, მოცემულია „ბიბისის“ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული კომენტარები და ანალიზი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ისევ ისაუბრეს ტელეფონით - მეორედ მას  შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეუდგა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თავისი გეგმის შესრულება დაიწყო.

რა თქვეს კრემლში: „იყო გულახდილი საუბარი“

კრემლის მიერ გავრცელებული შეტყობინების თანახმად, პუტინმა და ტრამპმა „გააგრძელეს აზრთა ფართო და გულახდილი გაცვლა-გამოცვლა უკრაინის სიტუაციის იირგვლივ“ და დაადასტურეს განზრახვა სამომავლოდაც მიქციონ ყურადღება და მიმართონ ძალისხმევა კონფლიქტის დარეგულირებისათვის“.

ვლადიმერ პუტინმა განუცხადა დონალდ ტრამპს, რომ კრემლი მზადაა კონფლიქტის მოგვარების გზების ერთობლივი ძიება-შემუშავებისათვის და მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის იდეას - რუსეთმა და უკრაინამ ერთობლივად 30 დღით შეწყვიტონ ერთმანეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე არსებით მომენტს: „30-დღიანი პაუზის დროს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის მთელ ხაზზე, უნდა შეჩერდეს იძულებითი მობილიზაცია უკრაინაში და უკრაინის არმიის გადაიარაღება, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ვლადიმერ პუტინმა დონლდ ტრამპს აცნობა, რომ 19 მარტს მოხდება ტყვეების გაცვლა: რუსეთიც და უკრაინაც, თითოეული მხარე 175-175 ჯარისკაცს გაათავისუფლებს.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს „გააგრზელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისათვის“ და ამ მიზნით შექმნიან რუსულ და ამერიკულ საექსპერტო ჯგუფებს.

რა თქვეს თეთრ სახლში: უკრაინა მხოლოდ ორ აბზაცში

თეთრი სახლის განცხადება შედარებით მოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი დენ სკავინო აცხადებდა - მოლაპარაკება „კარგად მიდისო“, დასკვნით განცხადებაში უკრაინა მხოლოდ ორ აბზაცშია მოხსენიებული. ერთში ასეა ნათქვამი: „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისაკენ წინსვლა დაიწყება ცეცხლის შეწყვეტით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში, რომლის ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკება გაგრძელდება“.

ტელეფონით საუბრის დროს დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია, ისრაელისა და ირანის როლზე და ა.შ.

მოგვიანებით თავის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ საუბრის დროს „უკრაინის შესახებ ბევრი ელემენტი შეთანხმდა“ და აღნიშნა, რომ „კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.

კომენტარი: რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ მოილაპარაკეს

BBC-ის კორესპონდენტის ელისაბედ ფოხტის თქმით, კრემლისა და თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში კი შეთანხმება რუსეთ-უკრაინის დარტყმების  დაუყონებლივი შეწყვეტის შესახებ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ასეთი ინიციატივები ომის დაწყებიდან რამდენჯერმე განიხილებოდა, მათ შორის, უკრაინის ინიციატივით. ზოგჯერ იყო მომენტი, რომ მოსკოვი და კიევი ახლოს მივიდნენ შეთანხმების გასაფორმებამდე, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა.

თუ კიევი შეთანხმებას მხარს დაუჭერს (და, ალბათ, ასეც მოხდება), ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება - პირველ რიგში უკრაინის მოსახლეობისათვის, რომლებიც უკვე ორი წელია ელექტროენერგიისა და წყლის მუდმივი გათიშვების პირობებში ცხოვრობენ.

რაც შეეხება ტყვეების გაცვლას, ესეც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ხასიათის მქონე ნაბიჯია, თუმცა მსგავსი გაცვლა ადრეც ბევრჯერ მომხდარა, ბევრად უფრო მასშტაბური სახით - დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე და ამაში რაიმე ზეგანსაკუთრებული არაფერი ჩანს.

სატელეფონო ზარის მთავარი ინტრიგა მაინც ამერიკული ინიციატივის ბედი იყო - ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის პერსპექტივა. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ პრინციპში ეთანხმება საომარი მოქმედებების შეჩერებას, მაგრამ იქვე თავისი პირობები წამოაყენა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მკითხაობდნენ, დათანხმდება თუ არა თეთრი სახლი კრემლის მოთხოვნების ნაწილზე მაინც - ვთქვათ, სუკრაინისათვის სამხედრო დახმარების სრულ შეჩერებაზე, ან უკრაინის ჯარში გაწვევის მიზნით მობილიზაციის შეწყვეტაზე... ან პირიქით, რას მოსთხოვს სანაცვლოდ მოსკოვს ვაშინგტონი. ჯერ-ჯერობით, როგორც განცხადებებიდან ჩანს, არცერთი არ მომხდარა და არც მეორე.

კრემლის შეტყობინებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი ძველებურად აქცენტს აკეთებს უკრაინისათვის დასავლეთის დახმარების შეწყვეტაზე, მათ შორის სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფაზე. თეთრი სახლის განცხადებაში არ ჩანს, რომ აშშ რუსეთის პრეტენზიას გაითვალისწინებს.

ლიდერები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისათვის ძალისხმევის გაძლიერების მიზნით საექსპერტო ჯგუფების შექმნაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ როგორ მონაწილეობას მიიღებს მათ საქმიანობაში კიევი, ეს არ არის გარკვეული. პრაქტიკაში ჯგუფების შექმნა ორ რამეს ნიშნავს: პირველი - უახლოეს კვირეებში ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ იმისა, რომ იქნება მეტი შეხვედრა მაღალ დონეზე. მეორე - ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე ლაპარაკობს, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას მხოლოდ დონალდ ტრამპის სურვილი აშკარად არ ჰყოფნის.

ანალიზი: თეთრი სახლის პოზიცია შერბილდა?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში BBC-ის კორესპონდენტის ტომ ბეითმენის აზრით, თეთრი სახლის განცხადება ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგების თაობაზე შეიძლება შეფასდეს როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის შერბილება იმასთან შედარებით, რომელიც მას ერთი კვირის წინ ჰქონდა.

როცა გასულ კვირაში ამერიკელთა დელეგაცია ჯედაში (საუდის არაბეთში) უკრაინელებს შეხვდა, მათ აიძულეს კიევი დათანხმებოდა თეტრი სახლის ინიციატივას ცეცხლის 30-დღიანი სეწყვეტის თაობაზე. იმ დროს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „ბურთი რუსების მხარეზეაო“, ანუ კრემლს უნდა ეთქვა თავისი სიტყვა. ახლა კი ძველებურ მოთხოვნას თეთრი სახლი უნდა დაემშვიდობოს - ფრაზა საერთოდ გაქრა აშშ-ის ადმინისტრაციის ლექსიკონიდან. 

ამის ნაცვლად დონალდ ტრამპის მთავრობა აცხადებს, რომ „მშვიდობისაკენ სვლა“ დაიწყება ორივე მხარის თანხმობით ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვების შეჩერებაზე, შემდეგ კი მოლაპარაკება გაფართოვდება ჯერ ესკალაციის შესუსტებით, ბოლოს კი ცეცხლის სრული შეწყვეტით.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პრიცესს დიდ პროგრესად წარმოსახავს, მაგრამ როგორ შეაფასებს უკრაინა? კიევი, ალბათ, იფიქრებს, რომ რუსეთს ჯერ დროის მოგება სურს, შემდეგ ახალ მოთხოვნებს დაამატებს და საბოლოოდ ამერიკას იძულებით უკან დაახევინებს. ვნახოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის