USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დენის პროკოპენკო, “აზოვის” მეთაური - ბრძოლას გავაგრძელებთ, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში
თარიღი:  

„აზოვის” პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ „აზოვსტალის“ გათავისუფლებული ხუთივე მეთაური ყველაფერს გააკეთებს ომის დასასრულებლად.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა გმირები ფრონტზე დაბრუნებას, პროკოპენკომ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამისათვის დავბრუნდით უკრაინაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. "

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში, ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს, ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, - განაცხადა “აზოვის” მეთაურმა.

გუშინ თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ. თურქეთში ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის