USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა
თარიღი:  1393

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში „დემოკრატების“ მთავარი კანდიდატობისკენ გზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუხსნა.

სანდერსმა მადლობა გადაუხადა მის საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.

„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ბრძოლა „დემოკრატების“ ნომინაციისთვის არ იქნება წარმატებული და ასე რომ, დღეს მე კამპანიის შეწყვეტის შესახებ ვაცხადებ. ცოტა თუ უარყოფს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იდეოლოგიური ბრძოლა მოიგო“, - განაცხადა სანდერსმა.

ბერნი სანდერსის წინასაარჩევნო კამპანია დასაწყისში საკმაოდ წარმატებული იყო და წინასაარჩევნო პრაიმერში რამდენიმე შტატშიც გაიმარჯვა. ის და ჯო ბაიდენი „დემოკრატების“ აშკარად გამოკვეთილი კანდიდატები იყვნენ, თუმცა კორონავირუსის კრიზისმა წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად შეაფერხა და პრაიმერის ჩატარება არაერთ შტატში გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის