ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბათუმის კულტურის ცენტრმა მიმართა და საგენტოსგან თანხმობა მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის მიმართვა, რომელიც შესყიდვების ვებგვერდზე დღეს გამოჩნდა, 24 დეკემბრით თარიღდება. ხოლო სააგენტოს პასუხი, დღევანდელი - 9 იანვრის რიცხვით. ანუ, გამოდის, რომ შემსრულებლებს თანხა ჯერ არ მიუღიათ.
ტენდერის გარეშე, ჰონორარებში პირდაპირი შესყიდვის გზით 464 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.
ყველაზე მეტი თანხა თიკა ბალანჩინსა და მისი ბენდისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ნაკლები - ლუკა ზაქარიაძისთვის.
ჰონორარებისთვის განკუთვნილი თანხები კი, 58 შემსრულებლებზე ასე ნაწილდება:
რაც შეეხება სხვა ხარჯებს:
აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოებს.
საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად შპს „მიქს-სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა 2024 წლის 6 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების პორტალზე ატვირთა წერილები, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „მიქს-სტუდიო“ „გარკვეული მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფდა ღონისძიების ორგანიზებას“ და უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
რაც შეეხება თავად კომპანიას, მისი წილის 100%-ს ვიქტორია მუნტიანუ ფლობს და თავადაა დირექტორიც.
წყარო:https://bm.ge/
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.