USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 დეკემბერი?!
Date:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა კარიერულის წინსვლის ან პროფესიული განვითარებისთვის. მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული საკითხები მოაგვაროთ. სამსახურში გაუგებრობამ ან მცირე უსიამოვნებამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა მეორე დღეს აღარც კი გემახსოვრებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მოულოდნელობები და სიურპრიზები გელით. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ, ადვილად მისაღწევი მიზნები დაისახოთ და თუ საჭიროა, ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა საკუთარი ქმედებების გაანალიზებისთვის. ეცადეთ, მოიფიქროთ, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო უფრო ნაყოფიერი და კარგ შედეგებს სწრაფად როგორ მიაღწიოთ. ხშირად ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით. ეს დღე დაგეხმარებათ შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოთ და საკუთარი თუ სხვისი სუსტი მხარეები კარგად დაინახოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

წარმატებული და ხალისიანი დღეა. ბედნიერი შეხვედრები და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ დღეს რჩევების მიცემის და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

იღბლიანი დღეა, რომელიც დადებით ემოციებს და სასარგებლო შეხვედრებს მოგიტანთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება და ხელმძღვანელობა თქვენს ხარისხიან მუშაობას აუცილებლად დააფასებს. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღის ამოცანაა, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გელით. ეცადეთ, საჭირო ადამიანები თქვენი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნოთ - ეს თქვენთვის უმარტივესი საქმეა.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

იფიქრეთ იმაზე, რაც დიდ ენერგიას გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. დროა უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ, პრობლემები მშვიდად და ეტაპობრივად მოაგვაროთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. სამსახურში შესაძლოა, ვიღაცის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრავებთ და თქვენს ყოველ მოქმედებას გააკონტროლებთ. ეცადეთ საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანოთ. ბოლო დღეებში დაგროვილმა სტრესმა მუშაობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, ხშირად შეისვენეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე შესაფერისია სიახლეებისა და ექსპერიმენტების - ეცადეთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ და კომფორტის ზონას გასცდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი თავაზიანობა გამოიჩინეთ და პატივი ეცით პარტნიორის აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს არაფრისმომცემ კამათში გაატარებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გმართებთ. შეგიძლიათ, საკუთარ სურვილებზე ან იმედგაცრუებაზე დაუფარავად ისაუბროთ - ახლობელი ადამიანები აუცილებლად გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. შესაძლოა ამ დღეს თქვენი დიდი სურვილიც ახდეს. ხშირად თქვენი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ, სანამ ამის შესახებ თავად არ გთხოვენ. ამ დღეს ბევრი პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way