USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
41 წლის აშშ-ს კონგრესმენი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
дата:  893

ახლად არჩეული ამერიკელი კონგრესმენი კორონავირუსისგან გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 41 წლის „რესპუბლიკელი“ ლუკ ლეტლოუ ლუიზიანის მე -5 ოლქის წარმომადგენლად აირჩიეს და მისი ფიცის დადების ცერემონია კვირას უნდა გამართულიყო.

ლუკ ლეტლოუმ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსი დადასტურდა, რის შემდეგაც ის მალევე მოათავსეს საავადმყოფოში. ლუიზიანის გუბერნატორის ჯონ ბელ ედვარდსის განკარგულებით, ლეტლოუს დაკრძალვის დღეს შტატში სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати