USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
2022 წლის მონაცემებით რუსეთში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს
თარიღი:  534

2022 წლის 27 მაისს,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოს 1 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს.

რეალურად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? 

"პიემსი კვლევითი ცენტრი" 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - "ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი
საქართველოს ეკონომიკაზე", გაერო-ს სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ 2020 წელს რუსეთში საქართველოს 450 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. აღსანიშნია, რომ ამ რაოდენობაში საქართველოს არაქართველი მოქალაქეებიც, მათ შორის, რუსებიც შედიან. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთში 450 ათასი ქართველი ცხოვრობს.

"ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში ცხოვრობს.  2020 წლის მონაცემებით, ეს იყო, დაახლოებით, 450 ათასი. ეს მონაცემი აღნიშნავს 90-იანი წლების შემდეგ 2020-ის ჩათლით, ჯამურად რუსეთში წასულ ემიგრანტებს. ამ რიცხვში ეთნიკურად ქართველებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ცხოვრობდნენ და მერე წავიდნენ რუსეთში. შესაბამისად, ამ რიცხვებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში", - აცხადებს "პიემსი კვლევითი ცენტრის“ მკვლევარი სოფო ბასილიძე.

 რაც შეეხება ეთნიკურად ქართველების რაოდენობას, "როსსტატის" მონაცემებით, 1992 წელს რუსეთში 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, 2022 წლის მონაცემებით კი, რომელიც 2010 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობა, ოკუპანტ ქვეყანაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, რაც 1992 წლის მონაცემებზე 40 131 ადამიანით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 30-წლიან პერიოდში ემიგრანტების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა; ადამიანების ნაწილმა ოჯახები შექმნა, ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მოქალაქეობის არქონის გამო, ისინი სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. აღნიშნულ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში, დღესდღეობით, სავარაუდოდ, 157 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მათი რიცხვი მილიონი იყოს.

რუსული წყაროები თვლიან, რომ რელაურად რუსეთში 3-4-ჯერ მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკით არის გაცხადებული.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის