USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
BM.GE: წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-მდე ამცირებს
дата:  485

მსოფლიო ბანკი ელის, რომ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება, ხოლო 2026 წელს 5%. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, ბანკს წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 0.5%-ით აქვს შემცირებული, 2026 წლის 5%-იანი პროგნოზი უცვლელად არის დატოვებული.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში სავარაუდოა ეკონომიკური ზრდის შენელება. განახლებული პროგნოზით, 2025-26 წლებში მოსალოდნელია 2.5%-იანი ზრდა სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში უკვე მეორე წელია ფულადი გზავნილები მცირდება, მიზეზი კი რუსეთიდან გზავნილების დაახლოებით 70%-იანი კლებაა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია რეგიონში შემცირებული საგარეო მოთხოვნაც. ამ კონტექსტში საქართველოს ნაწილზე ექსპორტის ზრდის შენელებაზეა საუბარი.

"საქართველომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა საკუთარი პოზიცია როგორც რეექსპორტის ჰაბმა, რადგან ქვეყნიდან მეორადი მანქანები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გადიოდა, ახლა ექსპორტის ზრდა შენელდა", - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025-2026 წლებში საშუალოდ 3.5% იქნება, რადგან სავაჭრო შუამავლობის, შრომითი რესურსებისა და კაპიტალის შემოდინების თანამდევი ეფექტები შემცირებას განაგრძობს.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ სამხრეთ კავკასიაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2025-26 წლებში 3.5%-ის ფარგლებში იქნება, რაც თითქმის ორი პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. მიზეზი საშინაო მოთხოვნა, ვაჭრობა, რაც საქართველოსა და სომხეთში დასტაბილურდება, ხოლო აზერბაიჯანში ზრდა შესუსტდება ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე.

მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, გაზრდილი სავაჭრო ბარიერები და ევროზონის მიწოდების ჯაჭვების არაპირდაპირი ზემოქმედება შეასუსტებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას რეგიონის ნებისმიერ წერტილში. ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2025-26 წლებში სავარაუდოდ ზომიერი იქნება, 3.4%- ის დონეზე, ხოლო ცენტრალურ ევროპაში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 2.7%-მდე გაუმჯობესდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტირება ახალგაზრდა ინოვაციურ კომპანიებში გაცილებით უფრო შედეგიანია, ვიდრე მთლიანად მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული კომპანიები სამუშაო ადგილებს ქმნიან. ეს მიდგომა მოითხოვს მხარდაჭერას გრძელვადიან დაფინანსებაზე და სარისკო კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებით. რეგიონს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები, რამდენადაც ვენჩურული კაპიტალი და აქციონერული დაფინანსება არასაკმარისადაა განვითარებული.

წყარო:https://bm.ge/

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати