USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
«Независимая газета» (რუსეთი): „საქართველო დასავლეთის ზეწოლას არ დამორჩილდა: თბილისს მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების შემოღება კატეგორიულად არ სურს“
თარიღი:  449

გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საქართველო დასავლეთის ზეწოლას არ დამორჩილდა: თბილისს მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების შემოღება კატეგორიულად არ სურს“ (ავტორი - იური როქსი).

„თბილისში ვიზიტი დაასრულა გაერთიანებულმა ამერიკულ-ევროპულმა დელეგაციამ, რომელმაც ქვეტყნის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთს იმედი აქვს, რომ საქართველო გააქტიურებს თავის ძალისხმევას ანტირუსული სანქციების დაცვაში“ და პირობებიდან არ გადაუხვევს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დასავლური დელეგაციის ვიზიტს მალე ანტიქართული სანქციების დაწესება მოჰყვება. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ოპონენტებს მოუწოდა, რომ „სასურველს სინამდვილედ ნუ ასაღებს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავაში ანტირუსული სანციების დარღვევის საკითხში (რუსეთში პროდუქციის ტრანზიტთან დაკავშირებით) სიმართლე, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხარესაა. ანტიკორუფციული კვლევების ევროპული ცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით (2023 წელი: „გლობალური გამჭვირვალობა ომის დროს“), საქართველო წარმატებულ ქვეყნას წარმოადგენს. მისი გამჭვირვალობის ინდექსმა 54-ე ადგილიდან მე-17-ზე გადაიწია და მსოფლიოს „ტოპ-ოცეულში“ შევიდა. საქართველო ამ მხრივ წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, „დიდი შვიდეულის“ წევრ ოთხ სახელმწიფოს და მე-17 ადგილს ფინეთთან, შვედეთთან და დიდი ბრიტანეთთან იყოფს.

შთამბეჭდავია აგრეთვე საქართველოს წარმატება ქვეყნების კეთილსინდისიერების ინდექსშიც, რომლის მიხედვით, მსოფლიოში 32-ე ადგილს იკავებს 6,72 ქულით. გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მეორე ადგილი აქვს დაკავებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ესტონეთის შემდეგ. ისმება კითხვა: თუ თბილისი დასავლურ ანტირუსულ სანქციებს არღვევს, როგორ მიიღო ასეთი მაღალი შეფასება კეთილსინდისიერების დაცვაში?

წყარო: https://www.ng.ru/cis/2023-06-28/5_8759_georgia.html)/

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის