USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
«Комсомольская правда» (რუსეთი): „რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები კოსტრომის ოლქს ეწვივნენ, სადაც „დედის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გამართეს“
თარიღი:  1275

რუსეთის გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები კოსტრომის ოლქს ეწვივნენ, სადაც „დედის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გამართეს“ (ავტორი - დარია ზალესსკაია).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები გასულ შაბათ-კვირას კოსტრომის ოლქს ეწვივნენ, სადაც დაახლოებით ასამდე ეროვნების 15 ეთნოკულტურული საზოგადოებრივი გაერთიანებები მოქმედებენ. ისინი რეგულარულად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და კოსტრომელებს თავიანთი ხალხების ტრადიციებს აცნობენ.

მოსკოვიდან ჩასული ქართველების დელეგაციისათვის კოსტრომაში ექსკურსია მოაწყეს. ქართველები შეხვდნენ აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვიზიტი დასრულდა სადღესასწაულო კონცერტით კულტურის სასახლეში, სადაც ოლქის ეროვნული გაერთიანებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წინაშე გამოვიდნენ ქართული ცეკვების ანსამბლი „კოლხეთი - ივერია“, ქართული ეროვნული ბალეტი, ქართული და რუსული სიმღერების მოსკოველი შემსრულებლები.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „დედის დღე“ კოსტრომაში აღგვენიშნა და ამით კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი ტრადიციები, გაგვემტკიცებინა ჩვენი მეგობრობა. ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ვითარდება. პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის ხალხებმა მეგობრობისა და ერთიანობის კარგი მაგალითი გამოავლინეს. ჩვენ ვმოქმდებთ იმ კულტურული კოდით, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რომლებიც ერთდად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ“, - აღნიშნა რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

წყარო: https://www.kostroma.kp.ru/daily/27574/4899316/

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის