Grand Theft Auto VI-ის პირველმა ტრეილერმა გაშვებიდან საწყის 24 საათში 93 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და YouTube-ზე აქამდე არსებული რეკორდიც გააუმჯობესა. პლატფორმაზე GTA VI-ის ტრეილერი, Rockstar Games-ის მიერ ნაადრევად, გაჟონვის შედეგად გამოქვეყნდა.
YouTube-ის მონაცემებით, ყველაზე ნახვადი გაშვების გარდა, ტრეილერმა რეკორდი არამუსიკალური ვიდეოდებიუტისთვისაც დაამყარა. პლატფორმის კრეატორებმა GTA VI-სთან დაკავშირებული ვიდეოებით 250 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.
გასულ კვირას პლატფორმა X-ზე მხოლოდ ტრეილერის დაანონსებამ 2 მილიონი მოწონება და 150 მილიონი ნახვა დააგროვა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.