USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ბოლო 100 წლის 100 საუკეთესო ფილმის სია ჟურნალ Time-ის მიხედვით
თარიღი:  1766

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, ჟურნალმა Time „ბოლო 10 ათწლეულის“ 100 საუკეთესო ფილმის“ სია გამოაქვეყნა.

სია ცნობილი კინოკრიტიკოსის, სტეფანი ზაჰარჩეკის მიერ არის შედგენილი, რომელიც ბერლინალე 2018-ის ჟიურის წევრი და 2015 წლის პულიცერის პრემიის ნომინანტი იყო. მისი განმარტებით, სიაში შესულია სურათები, რომლებშიც „ოსტატობა და სულია“ გადახლართული.

ყოველი ათწლეულიდან სიაში 10 ფილმი მოხვდა. რეიტინგის ყველაზე ძველი ფილმი გერმანელი რეჟისორის, რობერტ ვინეს „ექიმი კალიგარის კაბინეტია“ (1920), ყველაზე ახალი კი კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019).

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „ფენიქსი“, „დაკარგული ქალაქი Z,, „პატარა ქალები“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „ნათლია 2“ და ა.შ.

წყარო: https://time.com/collection/100-best-movies/

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის