USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
BBC - შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების პროტესტის ნიშნად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა რისკები
Date:  409

შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურის ციხეში ჩასმის რისკები, - ამის შესახებ BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ქმედება წინააღმდეგობაშია პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც მკაცრი, უკომპრომისო პოლიტიკის დამცველები არიან.

„მათ სურთ ნიკა მელია კანონის უპატივცემულობის გამო დასაჯონ,“- წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას.

„საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა გასული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც მათი თქმით, გაყალბდა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოს, პირველად, კოალიციურ მთავრობა ეყოლებოდა. ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა,“- აღნიშნულია სტატიაში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way