"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა - „ნაციონალურ მოძრაობა“.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.
გარდა ამისა, IRI-ს მიერ დასმული კიდევ ერთი შეკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 33 % აცხადებს, რომ პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ხოლო რესპონდენტების 3 % მმართველ პარტიას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი საარჩევნო ბიულეტენში მისი რჩეული პარტია არ იქნება. კერძოდ, კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის დაუჭერთ პირველ რიგში მხარს და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი რჩეული საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება, ვის შემოხაზავდით მის ნაცვლად, პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 33 %-სთვის პირველი არჩევანი „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, ალტერნატიული არჩევანის სახით კი პარტიას 3 % უჭერს მხარს. პირველ არჩევნად პარტია „ნაციონალურ მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ 15 % ასახელებს, იმ შემთხვევაში კი, თუკი რჩეული პარტია ბიულეტენში არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს გამოკითხულთა 3 % უჭერს. „ევროპულ საქართველოს“ მხარს გამოკითხულთა 4 % უჭერს, ალტერნატიული არჩევანი კი პარტია რესპონდენტთა 5 %-სთვის არის. „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“ მხარს გამოკითხულთა 4 % უჭერს, იგივე მხარდაჭერა ექნება პარტიას იმ შემთხვევაში, თუკი რესპონდენტთა რჩეული პარტია ბიულეტენში არ იქნება. „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს გამოკითხულთა 3% უჭერს, იმ შემთხვევაში კი, თუკი სასურველი პარტია ბიულეტენში არ აღმოჩნდება, „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს რესპონდენტთა 5% დაუჭერს. გამოკითხულთა 3%-სთვის „ლეიბორისტულ პარტია“ პირველი არჩევანია, რესპონდენტთა 2 % კი აცხადებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი მისთვის სასურველი პარტია ბიულეტენში არ იქნება.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/