USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
BBC - ევროპისა და დასავლეთის დაცემა. როგორ ანადგურებს ტრამპი Pax Americana-ს ჩინეთისა და რუსეთის სასიხარულოდ
дата:  838

თითქმის 90 წელი ამერიკა მხარს უჭერდა და იცავდა ევროპას. და აი, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ს სჯობს იმეგობროს მის მტერთან – ვლადიმირ პუტინის რუსეთთან. ახალი და ძველი სამყაროს დაპირისპირება საბოლოოდ გაანადგურებს Pax Americana-ს – აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს, რომელსაც დიდი ხანია ებრძვიან რუსეთი და ჩინეთი.

ამ პროცესის გაღრმავება ისედაც გარდაუვალი იყო, მაგრამ ტრამპის დაბრუნებამ დასავლეთის დეზინტეგრაციას დაუჯერებელი სისწრაფე მისცა. ექსპერტები უკვე „მარხავენ“ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და შეგახსენებენ, რომ სწორედ ამ ალიანსმა მისცა აშშ-ს საშუალება, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თანამედროვე იმპერია შეექმნა, რომელიც რომის ან ბრიტანეთის იმპერიებს უტოლდებოდა.

ისინი პროგნოზირებენ „ამერიკული სამყაროს“ სრულ განადგურებას, თუ ტრამპი საბოლოოდ უარს იტყვის ევროპელ მოკავშირეებზე და პუტინს „აღმოსავლეთის ტერიტორიებზე მმართველობის ნებართვას“ მისცემს.

ეს არც ევროპისთვის იქნება კარგი და არც თავად ამერიკისთვის. მათი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული კავშირი დაეხმარა აშშ-ს, გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი ძალა, ხოლო ევროპას – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენასა და თითქმის 30 ქვეყნის გაერთიანებაში, რაც პლანეტის უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებად იქცა. მაგრამ ტრამპი მზადაა, ეს ყველაფერი გაანადგუროს „ამერიკის დიადობის“ სახელით.

თითქოს კრემლისა და ჩინეთის მითითებით

ტრამპი აგრესიულად მოქმედებს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ლოზუნგით, რაც, ისტორიკოსებისა და ეკონომისტების თქმით, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ამერიკელი მოკავშირეებისთვის ევროპაში Pax Americana-ს იდეა ყოველთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ძალაუფლება“, – ამბობს გერმანული საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (SWP) ექსპერტი მარკო ოვერჰაუსი.

„ამერიკული მსოფლიო წესრიგი“ სამ ძირითად საყრდენზე იდგა:

  1. საერთაშორისო ორგანიზაციები და ალიანსები, სადაც ყველა ქვეყანას თანაბარი უფლებები აქვს,
  2. აშშ-ის ეკონომიკური გახსნილობა,
  3. საერთო ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები.

ტრამპი კი ამ ყველაფრის მიმართ აშკარა უპატივცემულობას ავლენს. მისი დაბრუნება თეთრ სახლში საბოლოოდ დაანგრევს Pax Americana-ს საფუძვლებს, წერს ოვერჰაუსი.

ტრამპი არა მხოლოდ აშშ-ს იზოლირებს, არამედ არღვევს ალიანსებს, ანგრევს საერთაშორისო შეთანხმებებს, ხურავს საზღვრებს, ზღუდავს ვაჭრობას, დევნის ლიბერალებს და ხელს უშლის დემოკრატიულ ინსტიტუტებს – სასამართლოებს, მედიას, პარლამენტს.

ტრამპის ომი ყველას წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები და ეკონომიკური შეზღუდვები უკვე შეუქცევად ზიანს აყენებს აშშ-ს, ფიქრობს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი პოლ კრუგმანი.

„ჩვენ შევწყვიტეთ მოკავშირეების პატივისცემა და მათაც შეწყვიტეს ჩვენი ნდობა. ვკარგავთ მეგობრებს, რაც გვასუსტებს“, – წერს კრუგმანი.

ევროპელებს არ მოსწონთ აშშ-ს მიახლოება კრემლთან. 2025 წლის 20 თებერვალს ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ხალხი სკანდირებდა: „გავხადოთ რუსეთი კვლავ დიადი!“

ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოს მასშტაბით მარტო ვერ გადარჩება, დარწმუნებულია კრუგმანი.

„ახლა აშშ-ს მოკავშირეები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ცივი ომის დროს, რადგან მაშინ ამერიკის ეკონომიკა ბევრად დიდი იყო მისი მთავარი მოწინააღმდეგის ეკონომიკასთან შედარებით“, – წერს ის.

დღეს აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე – ჩინეთი – გაცილებით ძლიერია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. კრუგმანი აღნიშნავს, რომ თუ აშშ ევროპას საბოლოოდ გაემიჯნება, რუსულ-ჩინური ავტოკრატიული ბლოკი პლანეტის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო ძალად გადაიქცევა.

„ამიტომ ახლა სულაც არ არის დრო, რომ ვიჩხუბოთ სხვა დემოკრატი ქვეყნებთან და გავანადგუროთ ამერიკის რეპუტაცია, როგორც სანდო პარტნიორის“, – აფრთხილებს კრუგმანი.

მისი აზრით, ტრამპი თითქოს ამერიკის მტრების მითითებებით მოქმედებს:

„ყველაფერი ისე ვითარდება, თითქოს ჩინეთმა და რუსეთმა მოახერხეს, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში შეეყვანათ ადამიანები, რომელთა მიზანია ამერიკის პოზიციების დაქვეითება მსოფლიოში“, – წერს კრუგმანი.

როგორ განამტკიცა ევროპისთვის დახმარებამ აშშ-ის პოზიციები მსოფლიოში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს სერიოზული სამხედრო ან ეკონომიკური კონკურენტები არ ჰყავდა საბჭოთა ბლოკის გარეთ. ამერიკელებს შეეძლოთ, არამარტო გრენლანდია, არამედ ევროპის სხვა ტერიტორიებიც მოეპოვებინათ, მაგრამ მაშინდელი ლიდერები გაცილებით შორსმჭვრეტელები აღმოჩნდნენ.

„მათ ესმოდათ, რომ ამერიკას სჭირდებოდა წარმატებული მოკავშირეები და არა ახალი მიწები“, – წერს კრუგმანი. ამიტომ აშშ-მ მხარი დაუჭირა ყველა ქვეყანას, მათ შორის, ყოფილ მტრებს – გერმანიას და იტალიას.

ტრანსატლანტიკური ალიანსი აშშ-ს საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა გავლენა მსოფლიოში და მიეღწია ეკონომიკურ და სამხედრო უპირატესობებისთვის.

„მოკავშირეთა დაცვა არა მხოლოდ არ ასუსტებს აშშ-ს, არამედ აძლიერებს მას“, – წერენ ამერიკელი ექსპერტები პიტერ ფივერი და ჰელ ბრენდსი.

ისინი მიიჩნევენ, რომ ამერიკულ ალიანსებს მეტი სარგებელი მოაქვთ, ვიდრე ხარჯები. თუმცა, პოლიტიკოსებისთვის ალიანსების კრიტიკა ბევრად მარტივია, ვიდრე ამ ხარჯების სარგებლიანობის ახსნა ამომრჩევლებისთვის.

ბრენდსისა და ფივერის გათვლებით, აშშ-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობა სამჯერ მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე მასში ჩადებული ხარჯები.

თუ ამერიკა საბოლოოდ მიატოვებს ევროპას, ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და იტალია, ბირთვული იარაღის შეძენაზე დაიწყებენ ფიქრს, რაც მხოლოდ დაძაბულობას გაამწვავებს.

Pax Americana-მ ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყო ევროპაში მშვიდობა და კეთილდღეობა, მაგრამ ტრამპის პოლიტიკამ შეიძლება ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

წყარო:bbc.com

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати