USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
З Богом наші українські сестри та брати!
თარიღი:  704
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაასრულა ყველა სამხედრო სამზადისი აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევის დასაწყებად.
უკრაინელები მათ დასახვედრად ემზადებიან.
თუ აქ დიდი ომი დაიწყო, შეიძლება სწორედ ამ ბრძოლებში გადაწყდეს ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა-არ შექმნის ბედი.
ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
З Богом наші українські сестри та брати!
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის