არჩილ ცაგარელის ქუჩა N5-ში, რომელიც თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად დასასვენებელი სივრცე მოეწყო. აღნიშნული პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა.
ტერიტორიაზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის 150-მდე ხე-მცენარე.
პროექტის ღირებულება 450 000 ლარია.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის წევრი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი 05 ოლქში ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.