USD 2.6866
EUR 2.9005
RUB 2.9399
Тбилиси
OneRepublic კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
дата:  1363

10 მაისს Black Sea Arena ამერიკულ ბენდს OneRepublic უმასპინძლებს. ალტერნატიული როკის და პოპ მუსიკის ესთეტიკით გაჯერებული კოლექტივის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა და ძალიან გვიხარია, რომ წელს შესაძლებლობა გვეძლევა მათ სრულყოფილად ვუმასპინძლოთ Starring Georgia-ს ფარგლებში.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge და BSA.ge. მათი ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის Visa ბარათებით შეძენისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის განაწილებით შეძენისას;
-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ფასდაკლება იმოქმედებს 28 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, BSA.ge-ზე კი მხოლოდ Star Ring- ის კატეგორიის ბილეთები დაგხვდებათ. BSA.ge - ზე არ იმოქმედებს TBC VISA ფასდაკლება.

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-ს 10 მაისს ეწვევა.

უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.

 
спорт
“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати