USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს
თარიღი:  770

ვენეციის კომისიის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა.

ვენეციის კომისია საკანონმდებლო პროცესის ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.

„ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ეს ცვლილებები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო კონსულტაციების გარეშე. ეს პრობლემურია დემოკრატიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული პროცედურული ხარვეზები ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“, - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შეტანილი ცვლილებები უამრავ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებებს შეიცავს, რაც ხელისუფლებას მათი გამოყენებისას ზედმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.

„ეს საკანონმდებლო ჩარჩოს პროგნოზირებადობას ძირს უთხრის და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისას სამართლებრივ მდგრადობას არღვევს. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის“, - აღნიშნულია დასკვნაში.

კომისიის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.

„ახალი მკაცრი სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა, გადაჭარბებული ჩანს. აღნიშნულ ზომებს, სავარაუდოდ, შემაკავებელი ეფექტი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე“, - აცხადებს ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ცვლილებებს უნდა გადახედოს და შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი განახორციელოს.

„ყოვლისმომცველი გადახედვა ხელს შეუწყობს იმის დადგენას, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა მკაცრად აუცილებელი და პროპორციული დარჩება იმ მიზნებისთვის, რომელთა მიღწევასაც ისინი ითვალისწინებენ“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის