USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
მეუფე იაკობი: ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან. კითხვაც არ აქვთ საერთოდ ქართულ არჩევნებზე. მართალია, ფიქრობენ, რომ უკეთესად შეიძლება, ჩატარდეს, მაგრამ რა სისულელეა, არავითარი „კიდევ არჩევნებიო"
дата:  870

ბოდბელი ეპისკოპოსი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს ყველა უნდა შეეგუოს.

„დღეს ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც მონობის უღელი ადგას და იყურება უცხოეთისკენ, იქ რას მეტყვიან და რას არაო. შოლცი გვეჩხუბებოდა და თავისთან [გერმანიაში] არც აირჩიეს [არჩევნებში]. მაკრონი ავიღოთ კიდევ. თავიანთ ქვეყნებში ლიდერები არ არიან. ბრიტანეთი ავიღოთ. ჯონსონის დროს დაიწყო ომი უკრაინაში. გაქრა, პრემიერი აღარ არის. მე ვინ რა უნდა დამარიგოს, ან რომელმა ელჩმა რა უნდა მასწავლოს?! მივხვდით ერთ რაღაცას - უკრაინამ იომა, ხომ არ მორჩა იქ ომი?! რატომ უნდათ დამთავრდეს? იმიტომ რომ, რაც ავღანეთში ხდება, არ არის გამორიცხული, შუაგულ ევროპაში ეგრე დატოვონ ეს ქვეყანა [უკრაინა]. ამერიკა თუ არ დაეხმარა, ევროპას რისი თავი აქვს?!

ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით. კითხვაც არ აქვთ საერთოდ [საქართველოს] არჩევნებზე. ჩატარებულია არჩევნებიო. მართალია, ფიქრობენ, რომ უკეთესად შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რა სისულელეა, არავითარი კიდევ არჩევნებიო. აქ კიდევ ხალხი დარბის [არჩევნების მოთხოვნით]. რისთვის დავრბივართ და რას ვაკეთებთ?! ვფიქრობ, ამერიკასთან მალე დალაგდება ურთიერთობები და ყველა თავის ადგილს ნახავს ამ განახლებულ მსოფლიოში“, - აღნიშნა მეუფემ.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати