USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
გერმანიის ელჩი - მოლდოვა 2025-2027 წლებში 1.8 მილიარდ ევრომდე მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად
თარიღი:  998

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება.

მისი თქმით, ამ დროს კი საქართველოში „ზოგიერთი შეშფოთებას“ გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.

“1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.

როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ,” - წერს ფიშერი.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის