USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს
თარიღი:  418

დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ და მოხსენება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში 26-28 მაისს იმყოფებოდნენ.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის