USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნის სიის სათავეში ბლოკჩეინი მოექცა.
თარიღი:  1140

რომელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევებია ყველაზე მოთხოვნადი 2020-ში?

Linkedin ყოველწლიურად იმ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც კომპანიები ყველაზე მეტად ეძებენ პოტენციურ კანდიდატებში.

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნა წლევანდელი სიის სათავეში ბლოქ ჩეინიმოექცა.

მონაცემების შენახვის ტექნოლოგია პირველად 2009 წელს კრიპტოვალუტის დაბადებასთან ერთად გამოჩნდა.

დღეს, ბლოქჩეინის გამოყენებით მონაცემების შენახვის, ვალიდაციის, ავტორიზაციისა და ინტერნეტის საშუალებით მისი გადაადგილების ცოდნა ნიშნავს ნებისმიერი ციფრული აქტივის უსაფრთხოდ შენახვასა და გაგზავნა. ტექნოლოგია ასევე იძლევა მონაცემების მუდმივად და უცვლელად შენახვის საშუალებასაც

Linkedin-ის მიხედვით, ბლოქჩეინი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის დამქირავებლებისათვის ტოპ პრიორიტეტი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბლოქჩეინმა ლინქდინის ყველაზე მოთხოვნად პროფესიული ცოდნა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

Linkedin-ის მარკეტინგის დირექტორი ნამრატა მულიდჰარი ამბობს, რომ კრიპტოვალუტის ჩრდილიდან გამოსული ბლოქჩეინი დღეს გარამტეხ ბიზნეს გადაწყვეტად იქცა.

საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტრების, ჯანდაცვის, მეურნეობისა და გემბლინგის ინდუსტრიები, გარდა ფინანსური სექტორისა, ძალიან ხშრად ეძებენ ბლოქჩეინის გამოცდილების მქონე კადრებს.

Linkedin-მა ეს მაჩვენებელი თავისი მომხმარებლების პროფილების დათვალიერების სიხშირით დაითვალა.

 

Cloud Computering-მარომელიც ინტერნეტის საშუალებით მონაცემების შენახვისა და მართვის საშუალებას იძლევა, სიაში მეორე ადგილას გადაინაცვლა. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ავითარებენ ქლაუდ სისტემის არქიტექტურას, დიზაინსა და სერვისების მიწოდებას.

სიაში მესამე ადგილს მონაცემთა ანალიზი იკავებს - სწორი მონაცემების სწორად დამუშვების და  ცოდნა რომელიც ბიზნესს ეფექტურიგადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

მეოთხე ადგილს ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლების  ტექნოლოგია იკავებს.

სიაში მეხუთე ადგილზეა UX დიზაინი, რომელიც განსაკუთრებით ტექნოლოგიებში გამოიყენება და მომხმარებლის გამოცდილებას ეყრდნობა.

გთავაზობთ ტოპ 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ უნარს:

  1. ბლოქჩეინი
  2. Cloud Computering
  3. მონაცემთა ანალიზი
  4. ხელოვნური ინტელექტი
  5. UX
  6. ბიზნეს ანალიტიკა
  7. აფილირებული კომპანიების მარკეტინგი
  8. გაყიდვები
  9. კომპიუტერული მეცნიერება
  10. ვიდეო წარმოება

პიროვნული უნარ-ჩვევები

Linkedin-მა დამსაქმებლებისათვის ყველაზე სასურველი პიროვნული უნარ-ჩვევების სიაც გამოავლინა. ეს ძალიან ჰგავს 2019 წლის რეიტინგს, სადაც პირველ ადგილს კრეატიულობა იკავებდა.

ამ წლის ხუთეულში მოხვდა ემოციური ინტელექტიც - უნარი აღიქვა, შეაფასო და უპასუხო როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ემოციებს.

Linkedin ხაზს უსვამს კოლეგიალურობას - თანამშრომლებთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც.

ტოპ 5 ყველაზე მოთხოვნადი პიროვნული უნარ-ჩვევა:

  1. შემოქმედებითობა
  2. დარწმუნების უნარი
  3. გუნდური მუშაობის უნარი
  4. ადაპტაციის უნარი
  5. ემოციური ინტელექტი

რა არის ბლოკჩეინი? 

დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო პერიოდის მანილზე თავად ეს სიტყვა იქცა თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციის სიმბოლოდ. Blockchain, ანუ ბლოკებისგან შემდგარი ჯაჭვი სხვა ყველაფერთან ერთად ერთგვარი კონცეფციაა, რომელიც მოასწავებს  ტექნოლოგიურ გადატრიალებას არა მხოლოდ ეკონომიკის დარგში, არამედ ყველა სხვა სფეროშიც.

ბლოკჩეინის გაგება არც ისე რთულია, მით უფრო როცა მისი გამოყენება ყოველდღიურად უფრო და უფრო მასიურ ხასიათს იძენს. ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის ბლოკჩეინი, როგორ მუშაობს  ის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მისგან.

არსებული რეალობა: შუამავალი ბანკები და ბანკირები

უპირველეს ყოვლისა, მარტივ მაგალითზე დაყრდნობით  გავეცნოთ არსებულ სიტუაციას: დავუშვათ, ვინმე ლიზას სურს, რომ 1,000 ევრო გადაუგზავნოს მეგობარ ტომს. ლოგიკურია, რომ ლიზა ამ შემთხვევაში მიმართავს ბანკს, რომელიც შუამავლის როლში გვევლინება და პასუხისმგებელია ამ კონკრეტულ და სხვა მრავალ ტრანზაქციაზე. გამოდის, რომ ბანკი ახდენს კაპიტალის მოძრაობის ცენტრალიზებას. ესეიგი, ლიზა მიმართავს თხოვნით საკუთარ ბანკს,  მოხდეს მისი ანგარიშიდან 1,000 ევროს ოდენობის თანხის ჩამოჭრა, რომელიც დაირიცხება მისი მეგობრის, ტომის საბანკო ანგარიშზე. ამ შემთხვევაში მოქმედებს სავარაუდოდ ორი ბანკი, რომლებიც ტრანზაქციების განხორციელებას ახდენენ არსებულ ანგარიშებზე ბალანსში ცვლილებების შეტანის გზით.  ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივი და გენიალურია, რომ არა ერთი პატარა პრობლემა: მიმდინარე პროცესებზე არც ლიზას და არც ტომს არა აქვთ წვდომა, ანუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განხორციელება დაინტერესებულ მხარეთა მიერ. შესაბამისად, ორივე დამოკიდებულია ბანკზე, ამ უკანასკნელის მიერ დადგენილ წესებზე, მათ მიერ შემოთავაზებულ საკომისიოებზე და ა.შ.

 ბლოკჩეინი

 სად იყო და სად არა, ამ დროს მხსნელად კაცობრიობას მოევლინა ბლოკჩეინი, რომელიც სპობს შუამავლის საჭიროებას, ახდენს რა მთელი პროცესის დეცენტრალიზაციას. პროცესზე მთლიან კონტროლს თავად მომხმარებლები ახორციელებენ ყოველგვარი ბანკებისა და შუამავლების გარეშე.  მოგვიანებით, თითოეული ეს მომხმარებელი გადაიქცევა ერთი უზარმაზარი ბანკის შემადგენელ ნაწილად, რომელსაც მრავალათასიანი, ან თუნდაც მრავალმილიონიანი   კვანძი  (ანუ Node) ექნება, და რომელთაგანაც თითოეული იქნება პროცესების მმართველიც და უშუალო მონაწილეც.

გამოდის რომ, სინამდვილეში ბლოკჩეინი არის ერთი, გიგანტური ზომის საბუღალტრო წიგნი, რომელშიც რეგისტრები, ანუ ბლოკები ერთმანეთთან არიან გადაბმულები. ტრანზაქციების უსაფრთხოების და კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ეს ბლოკები წარმოდგენილია დაშიფრული სახით.

ბლოკების ამ ჯაჭვს ერთი თავისებურებაც ახასიათებს: რამდენიმე მომხმარებლის (ორიგინ. ტერმინით Nodes) არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ტრანზაქციების ვერიფიკაცია განხორციელდეს მის საბოლოო დადასტურებამდე, შედეგად ტრანზაქციის შესაბამისი ბლოკი (ყოველ ბლოკში მოთავსებულია ტრანზაქციების უზარმაზარი ოდენობა) დარეგისტრირდება ზემოხსენებულ „საბუღალტრო წიგნში“.

როგორ გამოიყურება ტრანზაქცია ბლოკჩეინში

პროცესი საკმაოდ მარტივია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში ჩართულია რამდენიმე მომხმარებელი. მოცემულ სიტუაციაში ჩვენი მაგალითის პერსონაჟები ლიზა და ტომი მარტონი არ არიან, არამედ ისინი მრავალრიცხოვან მომხმარებელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც მთლიან პროცესზე არიან პასუხისმგებელნი, რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც წესი და რიგია.

თუ ლიზას სურს, რომ მისი ანგარიშიდან ტომისთვის ერთი ბიტკოინი მოიხსნას, ჯერ ლიზა ყველას „ატყობინებს“ საკუთარი განზრახვის შესახებ ისე, რომ კონფიდენციალობა დაცულია და არავინ იცის, ლიზა რომ ლიზაა და ტომი რომ ტომია. სხვა მომხმარებლებმა მხოლოდ ის იციან, რომ ერთი ციფრული საფულედან მეორე ციფრულ საფულეში იგზავნება თანხა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მომხმარებლებს ეგზავნებათ ასეთი სახის შეტყობინება: “მეგობრებო, ჩემი საფულედან ერთი ბიტკოინის გაგზავნა მინდა და თუ შეიძლება განაახლეთ თქვენი ჩანაწერები”. შეტყობინების მიღების შემდეგ, ყველა მომხმარებელი ჯერ იმას არკვევს, გამგზავნის (ლიზას) საფულეში ნამდვილად მოიპოვება თუ არა გასაგზავნად მითითებული თანხის ოდენობა და თუ ეს ასეა, ყველა განაახლებს თავის ჩანაწერს და ასე გახდება მორიგი ტრანზაქცია ბლოკის შემადგენელი ნაწილი. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას,რომ მყისიერად მოხდება მათი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირება.

დროის გასვლასთან ერთად, ტრანზაქციების რაოდენობაც იზრდება და გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ბლოკიც შეიძლება ჩანაწერებით გაივსოს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბლოკსაც აქვს თავისი ლიმიტი. ბლოკზე არსებული ლიმიტის ამოწურვა  დამოკიდებულია ჯაჭვის სტრუქტურაზე და ტრანზაქციის სიდიდეზე. როდესაც ბლოკი მისთვის დადგენილ ზღვარს მიაღწევს, დგება მომენტი როცა უნდა მოხდეს ტრანზაქციის დადასტურება ან დალუქვა.

მაინინგი და მაინერები

მაინინგი გულისხმობს კომპლექსური გამომთვლელი მექანიზმების ამუშავებას, რომელსაც სჭირდება ორი მთავარი რამ: დრო და ელექტრო-ენერგია. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ბლოკჩეინში მოხდება ახალი ჩანაწერების რეგისტრაცია, თანაც პერმანენტული სახით, ისე, რომ ცვლილებების შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად აისახება ჯაჭვის შემადგენელ ნაწილებზეც. როგორც წესი, P2P ქსელში ყველა მაინერი იღებს შეტყობინებას ტრანზაქციების შესახებ , რომლებსაც ახალ ბლოკში ათავსებენ, გარდა ამისა, აქ კონკურენციის მეთოდიც მუშაობს. პირველი, ვინც ვალიდურ ბლოკს შექმნის და დალუქავს, მიიღებს ბოტკოინს გაწეული მომსახურებსთვის (თუკი რა თქმა უნდა ეს მის ინტერესებში შედის).

საერთო ბლოკების გამოყენების ერთ-ერთი პლუსი არის ისიც, რომ წარმოიქმნება ისეთი ტიპის ტრანზაქციები, რომელთა გაუქმების შესაძლებლობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამგვარად, თითოეული მომხმარებელი დაცულია ყალბი ტრანზაქციებისგან ან გარე-მანიპულაციებისგან. გამოდის, რომ ახალი ბლოკის დამატება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელსაც გარკვეული ხარჯებიც ახლავს თან, და ამიტომაც, მაინერები ხშირ შემთხვევაში ჯგუფურად მუშაობენ (მაგალითად, ე.წ. pools , რომელიც კოოპერატივის სტილში მუშაობს). როდესაც რომელიმე მაინერი ჭრის კრიპტოგრაფიულ პრობლემას ბლოკის დასალუქად, სხვებს ეგზავნება შეტყობინება, დაადასტურონ ეს სტატუსი და თუ ეს რეალობას ასახავს, მაშინ ახალი ბლოკი სავსე ბლოკების სიას ემატება.

ბლოკებთან მიმართებაში აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი: ბლოკში (ჰედერში) სხვა მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია ე.წ. hash pointer (მაჩვენებელი, სადაც რაიმე ინფორმაციაა განთავსებული და, კრიპტოგრაფიული ჰეში ამ ინფორმაციაზე) . თუ hash pointer მოიპოვება, ჩვენ შეგვიძლია გამოვითხოვოთ ესა თუ ის ინფორმაცია და ამასთან გავიგოთ, განიცადეს თუ არა ამ მონაცემებმა რაიმე სახის ცვლილება. რას ნიშნავს ეს ყოველივე? მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალობა დაცულია, ბლოკჩეინი საშუალებას იძლევა, მოხდეს ნებისმიერი ტრანზაქციის მოძიება. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია იმ ინფორმაციის გაგება, თუ რა “გზა” გაიარა ბიტკოინმა ადრესატამდე მისაღწევად. ბლოკჩეინის პლუსებზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს (სხვა სტატიაში ვეცდები ავხსნა ასევე ICO,  Initial Coin Offerings ).

ბლოკჩეინი ეკონომიკური საკითხების მიღმა

ზოგიერთებისთვის ბლოკჩეინი მეტწილად კრიპტოვალუტასთან ასოცირდება. თუმცა, ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვა, რამდენად მოერგება ის სხვა სახის ტრანზაქციებს? გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პასუხი ამ შემთხვევაშიც დადებითია. მეტი კონკრეტიკისთვის, ავიღოთ შედარებით ახალი პლატფორმა, რომელსაც ეთერეუმის სახელით ვიცნობთ. სწორედ ეს უკანასკნელი ცდება კრიპტოვალუტების ფარგლებს და ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს განსხვავებული ტრანზაქციების ნიშაში. ეთერეუმს გარდა იმისა, რომ აქვს საკუთარი ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტაზეც არ ამბობს უარს, რომელსაც ეთერის სახელით ვიცნობთ. ბიტკოინისგან განსხვავებით, ტრანზაქციების როლს აქ ე.წ. სმარტ კონტრაქტები ასრულებენ.

ბიტკოინების მსგავსად, ეს ტრანზაქციებიც ბლოკჩეინში იქნება განთავსებული პერმანენტული სახით. ეთერეუმს აქვს პოტენციალი, რომ შეცვალოს ნებისმიერი სახის შუამავალი,  ჩაანაცვლოს ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის არსი, რომლებიც დამოკიდებულია მესამე – გარეშე პირებზე და ამ ყველაფრით მოახდინოს პროცესის სრული დეცენტრალიზაცია.

ბლოკჩეინის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამიტომაც, თანამედროვე ტექნოლოგიის მიმდევრები ცდილობენ ბიტკოინისა და ეთერეუმის საკუთარი იდეებით ჩანაცვლებას. იდეები კი ბლოკჩეინის გარშემო უწყვეტ რეჟიმში ჩნდება. ერთ-ერთი საინტერესო სიახლე ბლოკჩეინთან მიმართებაში შემოგვთავაზა კონსორციუმმა R3 (დეტალებს შეგიძლიათ https://www.r3.com/ ბმულზე გადასვლით გაეცნოთ). გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ უძრავი ქონების სამართავად გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ძალიან საინტერესო წამოწყების ინიციატორია სტარტაპი https://www.tenx.tech/ , რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც ვირტუალური ვალუტის კონვერტაციას და დახარჯვას უზრუნველყოფს (საკომისიო 0%!) .  ბლოკჩეინის მიერ შემოთავაზებულ სიკეთეებზე უარი არც EY საწარმოს უთქვია და Carsharing მომსახურებაც ამ უკანასკნელ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შესთავაზა მომხმარებელს.  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი შესაძლებლობებიდან, რასაც შეიძლება ბლოკჩეინის მეშვეობით მივაღწიოთ!

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.