USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
ვინ იყო გიორგი გურჯიევი
თარიღი:  6047

გიორგი გურჯიევი მეოცე საუკუნის ფილოსოფიის მამად ითვლება თუმცა, საზოგადოებამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცის. გიორგი გურჯიევი 1877 წელს სომხურ ქალაქ გიუმრში დაიბადა. დედით სომეხი, მამით კი მცირეაზიელი ბერძენი იყო. მისი ბერძნული ფესვების შესახებ ცნობილი რუსი მეცნიერი ანდრეი მეილახი წერდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. წალკაში 1989 წლის აღწერის მიხედვით 250 ოჯახი ცხოვრობდა გურჯიევის გვარისა. ნაწილი თავს ბერძენად მიიჩნევდა, ნაწილი კი ქართული ფესვების არსებობას ამტკიცებდა. მეილახის მტკიცებით, გურჯიევების ოჯახი გარკვეული დროით გორში გადასახლდა და თავის დროზე იგი იმავე გიმნაზიაში სწავლობდა, რომელშიც პატარა იოსებ ჯუღაშვილი.

გურჯიევმა გიმნაზია მიატოვა და ცხოვრების მიზნად შეუცნობელის შესწავლა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მოგზაურობა დაისახა. მან შემოიარა ყველა კონტინენტი. რამდენიმე წელი ტიბეტში ბუდისტების სულიერი მოძღვრის, დალაი ლამას მთავარი მრჩეველი იყო. ითვლებოდა სპარსული და არაბული ხალიჩების უდიდეს მცოდნედ და კოლექციონერად, იყო მასონური საზოგადოების წევრი. დიდი ექიმი და ალქიმიკოსი, ფსიქიკის და ფსიქოლოგიის მცოდნე; შესანიშნავი კომპოზიტორი და სამასამდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორი;უბადლო მეომარი და უდიდესი ავანტიურისტი. სწავლობდა სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებებს და საბოლოოდ შექმნა საკუთარი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელსაც „ადამიანის ჰარმონიული განვითარება" ჰქვია.

გურჯიევი წერდა რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მისი მთავარი ნაშრომი არის ფილოსოფიური ტრაქტატი სათაურით „მეოთხე გზა". ადამიანის ჰარმონიული განვითარების ტრაქტატი ახალი ადამიანის შექმნის თეორიაა, რომელსაც საფუძვლად აღმოსავლური ფილოსოფიური მოძღვრებები უდევს. მეოცე საუკუნის ორი ტოტალიტარული რეჟიმი და ფილოსოფიურ მოძღვრება — ფაშიზმი და კომუნიზმი, სწორედ გურჯიევისეული ნაშრომებით საზრდოობდა. ფაშიზმიც და კომუნიზმიც ახალი ადამიანის შექმნის თეორიაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გურჯიევისეული თეორიით „ახალი ადამინი შეიძლება მილიონებიდან მხოლოდ ერთი შეიქმნას, ისიც მხოლოდ მისი საკუთარი სურვილით და მხოლოდ გურუს (მასწავლებლის) დახმარებით" — წერდა გურჯიევი. ხოლო ფაშისტებმა და კომუნისტებმა მილიონებიდან მილიონი ახალი ადამიანის, ასეულობით მილიონი ფაშისტის და ასეულობით მილიონი კომუნისტის შექმნა გადაწყვიტეს. მისი ფილოსოფიის მიხედვით „ადამიანს თავიდან უნდა წაართვა საკუთარი „მე". გადააქციო უდაბნოს ქვიშის მარცვლად. პატარა ლიფსიტად უკიდეგანო ოკეანეში და როდესაც ის იგრძნობს რომ ის არარაობაა, მხოლოდ ამის შემდეგ გურუმ უნდა აღადგინოს მისი ცნობიერება საკუთარი „მე"-ს გარეშე. ეს იქნება სრულიად ახალი ადამიანი, რომელიც გაუძლებს მომავლის აპოკალიფსურ ქარტეხილებს და ახალ ცივილიზაციას დაუდებს საფუძვლად". ეს არის გურჯიევისეული ფილოსოფიის არსი. თუმცა ამ ფილოსოფიამ მთელს მსოფლიოზე გავლენა იქონია, მაგრამ მისი სახელი მაინც ნაკლებადაა ცნობილი, რადგან მისი მოძღვრება დიდხანს იყო აკრძალული გერმანიაშიც და საბჭოთა კავშირშიც. გურჯიევს საკუთარი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების" სკოლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ჰქონდა გახსნილი. მექსიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, საქართველოში, შვეიცარიაში სადაც თვითონ ცხოვრობდა.

გიორგი გურჯიევს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს და ქარველების მიმართ. იგი ჩვენი დიდი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის უახლოესი მეგობარი გახლდათ და ეს განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, რადგან თვითონ გურჯიევი აღიარებდა, რომ ქართველის გარდა არავისთან შეეძლო მეგობრობა. მის მუსიკალურ ნაწარმოებებს საერთო ფონად ხშირად სწორედ ქართული მელოდიები გაჰყვება.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ძალიან დავინტერსდი მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელებული ფილოსოფიური მოძღვრებებით და მათი შესწავლა დავიწყე. რამაც ისე გამიტაცა, რომ საბოლოოდ ლენინის, სტალინის, შტაინერის, ნიცშეს, ჰორბირგერის, შოპენჰაუერის, როზენბერგის, კასტენადას, ბლავატსკაიას და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომების წაკითხვაც მომიწია. აღმოვაჩინე, რომ ყველა მათ ნაშრომებში დევს ისეთი მარცვალი რომელიც მათ აერთიანებს და ეს მარცვალი სწორედ გურჯიევის ნაშრომები და მისი ახალი ადამიანის შექმნის თეორიაა. ამ სტატიაში

მინდა მკითხველს მოვუთხრო თუ რა ცნობები მოვიძიე ამ პიროვნების შესწავლის დროს, რადგან ვფიქრობ, რომ იგი მართლაც დააინტერესებს ბევრს.

 Картинки по запросу გურჯიევიგურჯიევი და საქართველო

1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 22 ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი ევროპაში გაიგზავნა სასწავლებლად, ზოგი საფრანგეთში, ზოგიც გერმანიაში. მიუნხენის უნივერსისტეტში სასაწავლებლად გაემგზავრნენ გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ნიკიფორე იმნაიშვილი.

რობაქიძე და გამსახურდია ფილოლოგიას და ენათმეცნიერებას სწავლობდნენ. ხოლო ნიკიფორე იმნაიშვილი ფიზიკის და ასტრონომიის მეცნიერებას დაეუფლა. სწორედ იქ გაიცნეს გიორგი გურჯიევი.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ რობაქიძის რომანის „გველის პერანგი" გმირი, ტაბა-ტაბაი გიორგი გურჯიევის პროტოტიპია.

1918 წელი. გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. ქვეყანა ქაოსში და უდიდეს გასაჭირშია. ადამიანებში რწმენა იკარგებოდა. საზოგადოება გამოსავალი გზების ძიებაში ახალ-ახალ თეორიებს ქმნიდა. მასონიზმმა მჭიდროდ მოიკიდა ფეხი ქვეყანაში. მაშინ ბავარია და განსაკუთრებით კი მიუნხენი სხვადასხვა მასონური ლოჟების მოქმედების ადგილი იყო. გიორგი გურჯიევიც იმ პერიოდისთვის მასონი გახლდათ. საზოგადოება „ტულე"-ს და ფრანკმასონური ლოჟის, „ბრილი"-ს წევრი. გურჯიევს უკვე ჰქონდა შექმნილი საკუთარი ფილოსოფიური ტრაქტატი „ახალი ადამიანი". საზოგადოება „ტულე"-ში მაშინ გაწევრიანებული იყვნენ ადოლფ შიკლგრუბერ— ჰიტლერი; შემდგომში ნაციონალ-სოციალიზმის ფუძემდებელი ალფრედ როზენბერგი; ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი; ფაშიზმის ეზოთერული მოძღვრების ავტორი ჰანს ჰორბირგერი. თავის დროზე, როგორც ამბობენ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ ვლადიმერ ულიანოვიც და პლეხანოვიც. გრიგოლ რობაქიძე ამ საზოგადოების წევრებს საკმაოდ დაუახლოვდა. რობაქიძის და გურჯიევის მჭიდრო ურთიერთობებმა ახალ იდეას ჩაუყარა საფუძველი. 1919 წლს თბილისში გიორგი გურჯიევმა საკუთარი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების" სკოლა გახსნა. სკოლის ხელმძღვანელად კი მისი მოსწავლე გიორგი მეფისაშვილი დაინიშნა. სკოლაში ისწავლებოდა როგორც გურჯიევის მოძღვრებები, ისე ძველი ქართული ფილოსოფიური ტრაქტატები. სკოლა აწარმოებდა ქართული ორთაბრძოლების ხელოვნების „ხრიდოლის" შესწავლას და მასალების მოძიებას. გურჯიევი მას კავკასიური იოგას ფილოსოფიასაც უწოდებდა სხვანაირად. სვანეთში ეძებდა ხრიდოლის შემსწავლელ დაკარგულ უძველეს ხელნაწერებს. გურჯიევს საქართველოსათან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ქართველებს ნოეს ძეებს ეძახდა. თვითონ საკუთარ ეროვნებას არასდროს ახსენებდა, მაგრამ ქართული ყველაფერი უყვარდა.

1990 წელს თბილისში შევხვდი ას წელს მიტანებულ ადამიანს, რომელსაც თურმე თავის დროზე გურჯიევთან შეხება ჰქონია და მან ფრიად საინტერესო ამბავი მომიყვა თავისი ახალგაზრდული პერიოდის ცხოვრებიდან.

გრიშა პაპას მუშაობა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკიდან დაუწყია სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" (დღევანდელი „თბილისი მარიოტი") დალაქის დამხმარედ, ხოლო 1918 წლიდან კი უკვე დამოუკიდებლად შეუდგა მუშაობას.

გრიშა პაპა იმ პერიოდის თბილისური ელიტის თითქმის ყველა წარმომადგენელს კარგად იცნობდა და ბევრთან მეგობრობდა კიდეც. თუმცა მას ათწლეულების განმავლობაში ერთი უცნაური ახირება ჰქონდა. როდესაც 1933 წელს გაზეთ „კომუნისტ-"ში გერმანიის ახალი რეიხსკანცლერის, ადოლფ ჰიტლერის სურათი გამოქვეყნდა, გრიშა პაპამ თავი მოიკლა, გინდა თუ არა ეს კაცი 1919 წელს თბილისში მყავს გაპარსულიო. ამ ახირების გამო მას ხშირად დასცინოდნენ თურმე, მაგრამ მისი ყველა მეგობარი ერთხმად აღიარებდა, რომ მას ფენომენალური მხედველობითი მახსოვრობა ჰქონდა. თუ როდესმე ვინმე გაპარსული ჰყავდა, თითქმის ყველას სახე ახსოვდა. გრიშა პაპამ ასე მომიყვა ეს ამბავი: 1919 წლის ზაფხული იყო. კარგად მახსოვს, გრიშა, ჟორა და ის ავსტრიელი ჩემს სადალაქოში მოვიდნენ და გრიშას და იმ კაცს გავპარსე წვერიო. მისი ახსნით გრიშა, გრიგოლ რობაქიძე ყოფილა, ჟორა კი გიორგი გურჯიევი, ხოლო ის ავსტრიელი — ადოლფ ჰიტლერი. გრიშა პაპას მონაყოლიდან კიდევ ის დამამახსოვრდა, რომ მისი თქმით, გრიშა თბილისში დარჩა, ხოლო ჟორა და ის ავსტრიელი ჩინეთში აპირებდნენ წასვლასო.

Похожее изображение

ამ ისტორიას დიდ ყურადღებას ალბათ არასდროს მივაქცევდი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გურჯიევის და ჰიტლერის ცხოვრების ზოგიერთ, დეტალის შესახებ გარკვეულ მასალას წავაწყდი. ფრანგი მწერლის და ეზოთერიზმის მკვლევარის, ჟაკ ბეჟიეს ნაშრმოებში.

საქმე ის არის, რომ სანამ ჰიტლერი მასონური ლოჟების წევრი გახდებოდა და ეზოთერულ მოძღვრებებს ეზიარებოდა, ამ მასონურ ლოჟა „ტულე"-ში დროთა განმავლობაში იხილებოდა აბრეშუმის გზის თეორია, ეს თეორია ევროპის და აზიის მენტალურ კავშირს გულისხმობდა და დედამიწის მთავარ ეზოთერულ ცენტრად ტიბეტი მიიჩნეოდა, სადაც არიული (ზეაადამიანების) რასის სამშობლო იყო. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ადოლფ ჰიტლერი ეზოთერული მოძღვრებებით დაინტერესდა და „ტულე"-ს წევრი გახდა, რომლის წევრიც უკვე იყო გიორგი გურჯიევი და უკვე მოვლილი ჰქონდა მთელი აღმოსავლეთი, შესანიშნავად იცნობდა ტიბეტს, შექმნილი ჰქონდა ახალი ადამიანის ტრაქტატი და ადამიანის ჰარმონიული განვითარების თეორია. მას უკვე ჰქონდა საკუთარი სკოლები პარიზში, მიუნხენში და ვენაში. ხოლო პეტერბურგის სკოლა უკვე დახურული იყო. ჰიტლერისთვის გურჯიევი გურუ გახდა და უდიდესი გავლენა ჰქონდა მასზე. ჰიტლერის ბიოგრაფიის მკვლევარები წერდნენ, რომ მას ტიბეტში მოგზაურობის აკვიატებული სურვილი ჰქონდა, რათა ლეგენდარული „შამბალა"-ს ტაძარი ენახა. ეზოთერიკების აზრით იქ უძველესი დედამიწისეული ცოდნა ინახებოდა. ჰიტლერის ბიოგრაფიაში 1919 წელი მოხსენიებულია ძალიან მწირი ცნობებით, მაგრამ საგულისხმოა, რომ იქ სწერია — 1919 წელს ჰიტლერმა უძველესი აბრეშუმის გზის მარშურტით იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთშიო. თუ ამ ბიოგრაფიულ ჩანაწერს დავუჯერებთ, მაშინ ჰიტლერს თბილისი ნამდვილად უნდა გაევლო. ხოლო რაც შეეხება გურჯიევის და ჰიტლერის ურთიერთობას, ჰიტლერის მთავარი პოლიტიკური ნაშრომის „მაინ კამპფ"-ის (ჩემი ბრძოლა), რომელიც პირველად 1928 წელს დაიბეჭდა, წიგნის რედაქტორი გიორგი გურჯიევი გახლდათ, ხოლო კორექტურა გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდა.

1930 წელს მათი გზები გაიყარა, რადგან გურჯიევის სიტყვებით, „მან (ჰიტლერმა) იდეას უღალატა და რამდენიმე ათეული მილიონი გერმანელიდან არიული რასის ანუ „ახალი ადამიანის" რასის შექმნა გადაწყვიტა. სწავლების მიხედვით კი „ახალი ადამიანი" მხოლოდ ერთეულები შეიძლება გახდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

1930 წლისთვის გურჯიევი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლდ და ფაშისტურ რეჟიმთან ოფიციალური კავშირები გაწყვიტა.

გრიშა პაპა ალბათ, დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი, მაგრამ სავარაუდოდა მისი მოყოლილი ისტორია სინმდვილესთან ახლოს დგას.

 

გიორგი გურჯიევი ქართული ორთაბრძოლების ხელოვნების შესახებ

თბილისში „ადამიანის ჰარმონიული განვითარების" სკოლის გახსნამდე გიორგი გურჯიევმა საქართველოში ქართული ორთაბრძოლების ხელოვნების კვლევა და უძველესი ჩანაწერების მოძიება დაიწყო. მისი აზრით, ეს სკოლა „ხრიდოლი" სათავეს გორგასალის მეფობის პერიოდიდან იღებდა და სადღაც ერეკლე II-ს პერიოდამდე, როგორც ერთიანი სისტემური სწავლება, გაქრა. ეს საიდუმლო სწავლება იყო. მხოლოდ მეფის ოჯახის და მისი პირადი დაცვის ჩუხ-ჩახრის პრეროგატივა გახლდათ, დაფუძნებული უფრო მეტად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, აკონტროლოს როგორც სული, ისე სხეული. გურჯიევის ამ კვლევების შესახებ ნაკლები ცნობები არსებობს, მაგრამ ყურადსაღებია გურჯიევის ნაშრომში მოთხრობილი „შეხვედრა ღირსშესანიშნავ ადამიანებთან" ფრიად საინტერესო ისტორია. ეს შეხვედრა გურჯიევს პეტერბურგში პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რუსეთის არმიის ერთ-ერთ ოფიცერთან ჰქონდა. ამ ოფიცერმა ასეთი ისტორია გაიხსენა. „2 წლის წინ არხანგელსკში პოლკის მეთაური გახლდით. ჩემთან რამდენიმე ქართველიც მსახურობდა. თავის დროზე საქართველოში მიმსახურია და კარგად ვიცოდი ქართველთა ხასიათი, ამიტომ ჩემი ოფიცრები გაფრთხილებული მყავდა დედა არ შეეგინებინათ ქართველებისთვის და შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. მიუხედავად ამისა ერთმა ესაულმა ერთ ქართველს დედა შეაგინა, იმანაც ესაული ხმლის ერთი დაკვრით იქვე აჩეხა. ყაზარმაში 24 ჯარისკაცი შევუშვით მის დასაპატიმრებლად ან მოსაკლავად. მან 24-ვე ხმლით ისე მოკლა, რომ ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენეს. ბოლოს იძულებული გავხდით ყუმბარები შეგვეყარა და ისე მოვკალით.

საქართველოში ცხოვრებისა და სამსახურისას ბევრი გამიგონია, რომ ქართველები ორთაბრძოლების და ომის უდიდესი ხელოვნების საიდუმლოს ფლობდნენ, ერთიანი ჩამოყალიბებული სისტემა პრაქტიკულად დაკარგული იყო, თუმცა მის ცალკეულ ნაწილებს ქართველები მაინც ინარჩუნებდნენ".

სავარაუდოდ ეს მთიელი ქართველი იმ მეომართაგანი იყო, რომელმაც ქართული ხმლით ბრძოლის ოსტატობა უმაღლეს დონეზე აიყვანა.

 გურჯიევი და ფაშიზმი

მასონური ლოჟა „ტულე" წლების განმავლობაში ერთ თეორიაზე მსჯელობდა. ცივილიზაციის ბედი, ეს იყო მთავარი ინტერესი, სამყაროს წარმოშობის ერთი ვარიანტი (ეს დღესდღეობით ყველაზე მთავარი და პოპულარული ვერსიაა) დიდი აფეთქების თეორიაა. მისი ავტორი ავსტრიელი ფიზიკოსი ჰანს ჰორბირგერია. იგი ცნობებით 66-ე ხარისხის ოსტატი იყო ფრანკმასონურ საზოგადოებაში.

ჰანს ჰორბირგერი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო ფაშისტურ გერმანიაში, თუმცა, ძალიან უცნაურად (გაურკვეველ გარემოში) გარდაიცვალა 1929 წელს. მან შექმნა კოსმოგონიის თეორია. ჰორბირგერი წერდა:

როდესაც სამყაროს წარმოშობის მიზეზებზე ვმუშაობდი, ერთხელ ბავშვობის ამბავი გამახსენდა. სამჭედლო იყო ჩვენი სახლის გვერდით. ერთხელ, ზამთარში სამჭედლოში ყოფნისას ერთი უცნაური ამბავი ვნახე. გრდემლზე მჭედელი რკინას ჭედდა და ერთი ძლიერი დარტყმის შემდგომ რკინას ნაჭერი მოსძვრა და რამდენიმე მეტრის მანძილზე თოვლში ჩავარდა. ხოლო მერე უცებ თოვლი აფეთქდა და მისი ფანტელები რამდენიმე მეტრის მანძილზეც გაიფანტა. ამ ამბის გახსენებამ გამინათა გონება, რომ დამენახა სამყაროს წარმოშობის ისტორია.

„ყინულის და ცეცხლის მუდმივი ბრძოლის თეორია" — ეს არის სამყაროს წარმოშობის არსი და მისი ისტორია წერდა ჰორბირგერი. ამ თეორიამ „ყინულისა და ცეცხლის მუდმივი ბრძოლა" საფუძველი დაუდო გერმანული ფაშიზმის ოკულატურ მეცნიერულ დოქტრინას. იგი ზოგადად ასე ჟღერს.

„მილიარდი წლების უკან სამყარო იყო მხოლოდ ერთი წერტილი. „მეგა მასალა" ანუ მასალის სიმკვრივე იყო უსასრულობა. იყო აბსოლუტური უკუნი და აბსოლუტური ნული ტემპერატურა (ფიზიკის კანონის მიხედვით აბსოლუტური ნული — 2730, შემდეგ მეგა მასალას დაეჯახა გარე ატომი. გავიდა კიდევ მილიარდი წლები, როცა არაფერი ხდებოდა. ხოლო შემდეგ მოხდა აპოკალიფსური აფეთქება. მეგა მასალა დაიშალა მრავალ მილიარდჯერ მილიარდ ნაწილებად, ატომებად და მოლეკულებად. გადიოდა მილიარდი წლები, ატომი ატომს იზიდავდა. იქმნებოდნენ კოსმოსური სხეულები. შეიქმნა ჩვენი გალაქტიკა „ირმის ნახტომი". შეიქმნენ პლანტები და კვაზარები. შეიქმნა მზე და მისი პლანეტები. დედამიწაც, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზე დატრიალდა. დედამიწამ, როგორც კოსმოსურმა სხეულმა საკუთარი სატელიტი (თანამგზავრი) დაიჭირა, რომელმაც მის გარშემო დაიწყო ტრიალი. ეს იყო პირველი მთვარე დედამიწისთვის. იგი დედამიწის გარშემო არა ელფისურად, არამედ სპირალურად მოძრაობდა რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში პირველი მთვარე მოძრაობდა დედამიწის გარშემო. მის დროს შეიქმნა ნამდვილი ატლანტიდური ცივილიზაცია, ანუ „ატლანტიდა" კორდილიერების მთებში. დღევანდელი არგენტინის მიწაზე. „ტიაგუანკო"-ს მთაზე. (დღეისთვის იქ ქალაქის ნარჩენებია. ყოველი ნიშანი ნაგებობისა. მისი ზომები და ნაგებობების ნარჩენები სიმეტრიაში ისეთია, რომელიც 3,5-4 მეტრი სიმაღლის მქონე ადამიანის საცხოვრებელს შეეფერება). მთვარე სპირალურად მოძრაობდა დედამიწის გარშემო და დროთა განმავლობაში უახლოვდებოდა დედამიწას. მიზიდულობის ძალა იზრდებოდა. ეს განაპირობებდა წყლის დონის მატებას, ფლორის და ფაუნის სიმაღლის განსაზღვრას. ტიაგუანკოს მთები ატლანტებმა იმიტომ გამოიყენეს, რომ ის წყლის დონიდან მაღალ ადგილას მდებარეობდა.

დროთა განმავლობაში მთვარის დაახლოებამ ისეთ კულმინაციას მიაღწია, როცა იგი დაიშალა და მისი მილიარდი ნაწილი დედამიწას დაეცა. ეს იყო დედამიწის აპოკალიფსური პირველი კატასტროფა.

უმთვარო დედამიწაზე, მიზიდულობის ძალის არ ქონამ, მსოფლიო ოკეანის დონე დაბლა დასწია. ტიაგუანაკოს ატლანტიდა დაინგრა. ზეადამიანების, ანუ არიელების უდიდესი ნაწილი დაიღუპა, მაგრამ გადარჩენილმა მცირე ნაწილმა ახალი საცხოვრებელი მონახა. ყოფილი ოკეანის ფსკერის ერთ ნაწილში (დღევანდელი ბაჰამის კუნძულების ტერიტორია) ახალი კოლონია და ახალი ატლანტიდა შექმნეს. (ეს არის პლატონის მიერ აღწერილი ატლანტიდა). როდესაც ახალი ატლანტიდა შეიქმნა, იმ პერიოდისთვის დედამიწამ მეორე მთვარე დაიჭირა თანამგზავრად და ისიც სპირალზე დატრიალდა დედამიწის გარშემო. დროთა განმავლობაში, მთვარის დედამიწასთან დაახლოებამ, მსოფლიო ოკეანის წყლებმა წყლის საერთო დონე ასწიეს. მეორე მთვარეც დაეცა დედამიწას. მეორე არმაგედონი ანუ აპოკალიფსი დატრიალდა დედამიწაზე. ამ კატასტროფამ მეორე ატლანტიდაც გაანადგურა. ატლანტიდის გადარჩენილმა მცირე ნაწილმა არიელებისა, მოახერხა და დედამიწის ყველაზე მიუვალ ადგილას, ჰიმალაის მთებს შეაფარა თავი. დანარჩენი ცივილიზაცია კი განადგურდა.

Похожее изображениеდაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 13000 წლის წინათ დედამიწის გარშემო მესამე მთვარე გამოჩნდა. (მეცნიერთა აზრით ამ თარიღთან არის დაკავშირებული ნოეს წარღვნის პერიოდი, აცტეკების კალენდრის საწყისი, დღევანდელი კამპუჩიის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ცივილიზაციის ხმერების წელთაღრიცხვა და ა.შ.) გავა დრო მესამე მთვარეც საბოლოოდ დაეცემა დედამიწას. მოხდება მესამე აპოკალიფსი. ცივილიზაცია განადგურდება, ხოლო არიელები გადარჩებიან. მომავალი კატასტროფისგან უნდა თავი დაიცვას ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს თუ არ გახდა არიელი და ზეადამიანი. მეოთხე რაიხი მხოლოდ არიელთა რასა იქნება, დანარჩენები კი მხოლოდ არიელთა რასის დამხმარე ძალა, რადგან მათ მომავალი არა აქვთ. ისინი მომავალ კატასტროფას მაინც ვერ გადაურჩებიან."

ეს არის არსი გერმანული ფაშიზმის ეზოთერული სწავლების, რომელსაც ორიგინალში „ყინულისა და ცეცხლის მუდმივი ბრძოლის თეორია" ჰქვია.

"ყინულისა და ცეცხლი მუდმივი ომი"-ს თეორია მხოლოდ ოკულტური მოძღვრება იყო და მასონური ლოჟა "ტულე"-ს და სხვა ასეთივე ტიპის საზოგადოებების: "ბრილი"-ს, "ბრწყინვალე ლოჟის" და სხვათა მიზანს ამ ოკულტური იდეაფიქსის ცხოვრებაში განხორციელება წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად საფუძვლად გამოყენებული იქნა გიორგი გურჯიევის ფილოსოფიური სწავლება ახალი ადამიანის შექმნის შესახებ, ხოლო პრაქტიკულ მექანიზმად ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგია შეიქმნა. მკითხველს მინდა ყურადღება მივაქცევინო ერთ მთავარ ფაქტზე. კომუნიზმი თავისი არსით ახალი ადამიანის შექმნის თეორიაა, რომელიც ახალი ადამიანის ანუ კომუნისტის შექმნის იდეაფიქსია, ხოლო სოციალიზმი მექანიზმია, რომლითაც ახალი ადამიანის ანუ კომუნისტის ჯიში უნდა იქნას გამოყვანილი. ძველ თაობას კარგად ახსოვს, რომ მეცნიერულ კომუნიზმში ასე ისწავლებოდა: სოციალიზმი არის ბაზისი და კომუნიზმი ზედნაშენი. ფაშისტური სწავლება იგივე პრინციპზე იყო აგებული: ნაციონალ-სოციალიზმი არის ბაზისი და ფაშიზმი კი ზედნაშენი. რუსული კომუნიზმი კლასობრივი თეორიის გზით წავიდა. საზოგადოების ინტელექტუალურად და გონებრივად ყველაზე ჩამორჩენილი კლასი, ლუმპემ პროლეტარიატი, ანუ არაფრის მქონე, პროგრესის ავანგარდად გამოცხადდა. კომუნისტების აზრით პროლეტარიატი ცარიელი დაფის მსგავსი არსება იყო, რომელზედაც ყველაფრის დაწერა შეიძლება, რასაც მოისურვებდი. გერმანული ფაშიზმი კი რასობრივი თეორიის მეხოტბე იყო და მხოლოდ გამორჩეულ რასას ანიჭებდა უპირატესობას, რომელიც შემდგომში ახალ ადამიანად ანუ არიული რასის შვილად უნდა გადაქცეულიყო.

1926 წელს ჰიტლერმა გამოაქვეყნა თავისი მთავარი პოლიტიკური ნაშრომი "მაინ კამპფ"-ი — "ჩემი ბრძოლა". პირველი გამოცემის რედაქტორი გიორგი გურჯიევი გახლდათ, ხოლო კორექტორი — გრიგოლ რობაქიძე. 1928 წელს ამ წიგნის მეორე, შესწორებული გამოცემა გამოვიდა, რომელშიც საერთოდ სხვა სტრატეგია იყო ჩადებული ახალი ადამიანის შესაქმნელად და იმთავითვე უგულვებელყოფდა გურჯიევის სწავლებას. ამ გამოცემამ საფუძველი დაუდო გურჯიევის და რობაქიძის მხრიდან ჰიტლერთან ურთიერთობის გაწყვეტას, ხოლო 1933 წელს, როდესაც ჰიტლერი რეიხსკანცლერი გახდა, გურჯიევმა საერთოდ დატოვა გერმანია და ცხოვრების ერთი ნაწილი საფრანგეთში, მექსიკასა და არგენტინაში გაატარა, ხოლო საბოლოოდ შვეიცარიაში დაფუძნდა.

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ჰიტლერი თავის იდეურ საზოგადოებასთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა თუ ადამიანთა რომელ ჯგუფზე შეიძლებოდა საუბარი, როგორც პოტენციურ ახალი ადამიანების რასაზე. პირველი ეტაპი იყო რასობრივი თეორიის უპირატესობის აღიარება. მეორე ეტაპზე კი საუბარი ერების კლასიფიკაციას ეხებოდა. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა ორი ერის, ებრაელი და გერმანელი ერის შესაძლებლობები. მათი აზრით მხოლოდ ეს ორი ერი იყო პოტენციურად მზად არიელობისთვის, თუმცა გერმანელმა ერმა ამ პაექრობაში უპირატესობა მოიპოვა ბევრი სხვადასხვა ტიპის არგუმენტაციის გამო და საბოლოოდ გადაწყდა, რომ გერმანელი ერი მზადაა იმისთვის, რომ გახდეს არიული რასის შვილი, ხოლო ებრაელები, როგორც პოტენციური მოწინააღმდეგეები, განადგურებას დაექვემდებარნენ, რათა ორი ერის სისხლის აღრევა არ მომხდარიყო. ეს იყო თავი და თავი იმ ფაშისტური იდეაფიქსისა, რომელიც დედამიწაზე ებრაელების სრულ განადგურებას გულისხმობდა. თუ კომუნისტურ საზოგადოებაში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ მუშა და გლეხი, ხოლო ყველა დანარჩენი მხოლოდ მოსამსახურე (გაიხსენეთ რა იწერებოდა საბჭოთა შრომის წიგნაკში), ფაშისტურ საზოგადოებაში გერმანელი ერის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვან დამხმარე ხალხების კლასიფიკაციად იყოფოდა. ასე ჩამოყალიბდა საბოლოო სახით ფაშიზმის მოძღვრება 1933 წლისათვის, როდესაც ჰიტლერი გერმანიის სათავეში მოვიდა.

1933 წელს გურჯიევის მხრიდან გერმანიის დატოვების კიდევ ერთი, ფრიად საინტერესო მიზეზი, ერთი ფაქტიც იყო. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერი კანცლერი გახდა, ერთ-  ერთი პირველი ბრძანებით დახვრიტეს მისი ეზოთერიკის მასწავლებელი და სულიერი მეგობარი ერიხ ლანცი. ეს ის ლანცია, რომელმაც 1924 წლის გაზაფხულზე ვალპურგის ღამეს, ბავარიაში, ცუგშპიცის მთის ძირში, ლუდით გამომთვრალმა მსოფლიოს აჩუქა ფაშისტური სვასტიკა, რომელიც მან ლუდის 56 ცარიელი ბოთლისგან შექმნა. მისი დახვრეტის შემდგომ ჰიტლერისავე ბრძანებით გერმანიის ბიბლიოთეკებიდან ამოღებული იქნა ოკულტური ლიტერატურა და ეზოთერული სწავლებები. მისი სწავლება ქვეყანაში აიკრძალა და ვინც ამას გააკეთებდა სიკვდილით დასჯა ელოდებოდა. მხოლოდ ჰიტლერის მიერ შექმნილ მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა ამ თეორიების და ნაშრომების გამოყენების უფლება. საინტერესოა ისიც, რომ ჰიტლერმა ეს ნაბიჯი სხვისი წაბაძულობით გააკეთა. პირველად 1929 წელს სტალინმა გადადგა ეს ნაბიჯი. ეს თეორიები ანტიკომუნისტურ სწავლებებად მოინათლა და იგი სიკვდილის შიშით აიკრძალა საბჭოთა კავშირში. გურჯიევმა სავარაუდოდ იგრძნო, რომ მასაც იგივე ბედი ელოდა და მან სასწრაფოდ დატოვა გერმანია. თუმცა გურჯიევის სწავლება ჰიტლერის სამაგიდო წიგნებს შორის განსაკუთრებულ ადგილს მისი სიკვდილის ბოლომდე იკავებდა.

Картинки по запросу გურჯიევიფაშისტურ იდეოლოგიაში ქართველები და ტიბეტელები განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ფაშისტური იდეოლოგიის მამებისთვის საქართველოს ტერიტორიას და ქართველებს განსაკუთრებული ფილოსოფიური როლი ენიჭებოდათ, რადგან მათი აზრით, საქართველოში დედამიწის ენერგიის მთავარი დადებითი ღერძი გადიოდა, ხოლო ტიბეტში კი ატლანტიდან გადარჩენილი არიელები ცხოვრობდნენ, რომლის საშუალებითაც აპირებდნენ გერმანელი ერის გადარჩენას მომავალ კატასტროფაში. 1945 წლის აპრილის ბოლოს, როდესაც რაიხსტაგი ბოლო წუთებს ითვლიდა, მის დამცველთა რიგებში 700-მდე ტიბეტელი მეომარი იბრძოდა.

საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი ამ ოკულტური მოძღვრებების არსი, რადგან თვით ფაშიზმის მამებიც კი ცდილობდნენ დაემალათ ეს ყველაფერი და მხოლოდ იშვიათად თუ ახმოვანებდნენ მის არსს. ასე მაგალითად, 1992 წელს რუსულ ენაზე გამოიცა გერმანიის მთავარი იდეოლოგის, ჰიმლერის "სტენოგრაფიული ჩანაწერები", რომელიც 1939 წლის 15 მარტიდან 1945 წლის 15 მარტამდე პერიოდს მოიცავდა. ამ ჩანაწერებში მხოლოდ ერთხელ ახსენებს ჰიმლერი ასეთ ფრაზას, რომელიც მან ერთერთ დიდ პარტიულ შეკრებაზე წარმოსთქვა: "ჩვენ არ ვიცით, როდის დაეცემა მთვარე დედამიწას, მაგრამ ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის". მეორე ისტორია ნიურბერგის პროცესს უკავშირდება. როდესაც ებრაელების ყველაზე დიდ მტერს და ჯალათს, შტრაიხერს საბოლოო სიტყვა მისცა სასამართლოს თავმჯდომარემ, ინგლისელმა ჯილბერტმა, შტრაიხერმა ასე გამოხატა თავისი აზრი: "მე ახლა ვხვდები თუ რაოდენ ვცდებოდით მაშინ, როცა ვერ შევაფასეთ ებრაელი ერის შესაძლებლობები და არიული რასის შვილებად გერმანელები ავირჩიეთ. ებრაელები და მხოლოდ ებრაელები არიან ნამდვილი არიელები დედამიწაზე და მხოლოდ მათ ძალუძთ გადაურჩნენ მთვარის დაცემას. მე თუ ჩამაყენებთ ებრაელი ერის სათავეში, მე მივიყვან მათ აღთქმულ ქვეყანაში". მაშინ სასამართლომ ეს სიტყვები გიჟის ნაბოდვარად მიჩნია, თუმცა სასამართლომ არ იცოდა, რომ შტრაიხერი მასონური ლოჟა "ტულე"-ს გადაწყვეტილებების რევიზიას ახდენდა და ამ გადაწყვეტილებების შეცდომებზე საუბრობდა.

ფრანგი ეზოთერიკის, ჟაკ ბერჟიეს წიგნში "მაგების განთიადი" ასეთი სიუჟეტია აღწერილი. ორი ადამიანი ჭეშმარიტი დანაშაულის რაობაზე სუბრობს და დასკვნა ასეთი გამოვიდა. ადამიანში გენეტიკურად კოდირებული ადამიანური ღირებულებების შეცვლა ან მისი მცდელობა ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, არის ჭეშმარიტი დანაშაული, რადგან ეს ღმერთის მკვლელობას ნიშნავს. ფაშიზმიც და კომუნიზმიც ადამინის გენეტიკური კოდის შეცვლის მცდელობა იყო, რომელიც კრახით დამთავრდა, რადგან საბოლოოდ კეთილი სძლევს ბოროტს.

გიორგი გურჯიევმა თავისი ცხოვრების ბოლო ათწლეული შვეიცარიაში ქალაქ ლოზანაში გაატარა. იქ მას ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი მამული და შუასაუკუნეების სასახლე, სადაც საკუთარ სკოლაში „ადამიანის ჰარმონიული განვითარება" 20-მდე მოსწავლეს ასწავლიდა. ამ პერიოდში მასთან  სწავლობდნენ მეოცე საუკუნის ორი უდიდესი მეცნიერი და მოაზროვნე — მექსიკელი მარკო იჩაზო, უძველესი ინდური ტომების ტოლტეკებისა და ოლმეკების დაკარგული ცოდნის აღმომჩენი და აღმდგენელი. ასევე ამერიკელი ჯონ ლილი — ადამიანი, რომელმაც შექმნა უწონადობის ბატისფაკი, რითაც კოსმოსის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი გამოგონებით სარგებლობდნენ კოსმონავტები და კოსმოსური უწონადობის რეჟიმს დედამიწაზე ეჩვეოდნენ. ჯონ ლილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული პრეპარატის „ლსდ" -ს შემქმნელი, რომელიც მან წმინდა მეცნიერული მოსაზრებით შექმნა. იგი გახლავთ პიროვნება, რომელმაც საფუძველი დაუდო დელფინების, როგორც ყველაზე მაღალგანვითარებული წყლის ძუძუმწოვრების, სისტემურ შესწავლას. მან იცოდა ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი დელფინების შესახებ.

გიორგი გურჯიევის მთლიანი შემოქმედება თავისი არსით ეზოთერიზმის და ოკულტიზმის აპოგეაა და იგი ანტიქრისტიანული მოძღვრებაა. თუმცა ყველაზე საინტერსო მაინც მისი გარდაცვალების პერიოდია.
საბჭოთა პერიოდის ლენინგრადელი ფილოსოფოსი, მეცნიერი და გურჯიევის ბიოგრაფიის უდიდესი მკვლევარი ანდრეი მეილახი მისი ბიოგრაფიის ბოლო დღეებზე ასეთ ისტორიას წერს.
1949 წელს, თითქმის რვა თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ყველასგან გასაოცრად მან ქრისტიანი-მართლმადიდებელი მღვდლის მოყვანა მოითხოვა. ყველანი გაოცებულნი იყვნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ გურჯიევის დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ. საღამოს, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ლოზანის ერთ-ერთ უბანში ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი იპოვეს და გურჯიევის სახლში მიიყვანეს.
მეილახის აღწერით გურჯიევმა მღვდელს აღსარება ჩააბარა და ოთახში მყოფ ადამიანებს დაახლოებით ასეთი რამ უთხრა:
„მთელი ჩემი ცხოვრება ადამიანის გაკეთილშობილების იდეას შევალიე, ახალი ადამიანის შექმნა მინდოდა, რომელიც ბუნების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა და უკვდავებას მოიპოვებდა. მხოლოდ სიკვდილის წინ მივხვდი, რომ ახალი ადამიანი შექმნის მოძღვრება უკვე ორი ათასი წელია არსებობს, იგი მამაზეციერის მიერ ადამიანში განსხეულებაა. ახალი ადამიანი უკვე 2000 წელია დადის დედამიწაზე და მას ჭეშმარიტი ქრისტიანი ჰქვია. ვაღიარებ მამას, ძეს და სული წმინდას და მჯერა, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რწმენაა".
მისი საფლავის ქვაზე ქალაქ ლოზანის სამოქალაქო სასაფლაოზე ასეთი წარწერაა, როგორც ეპიტაფია.
„დაე, უფალმა ღმერთმა
და მისთა ანგელოზთა
გვიშველონ ჩვენ
ჩვენივე შეწევნით".
გურჯიევის პიროვნება ჯერ კიდევ უცნობია საზოგადოებისთვის, მასზე შეიძლება გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი"-ს პერსონაჟის ტაბა-ტაბაის მიხედვით ვიმსჯელოთ, რომელმაც არ იცოდა ვისი გორისა იყო, მაგრამ საქართველოში ყველაზე განსაკუთრებული და უცნაური გრძნობა ეუფლებოდა. იგი აქ მშვიდდებოდა.

არის ასეთი მოსაზრებაც, რომ გიორგი გურჯიევის მრავალფეროვან მოგზაურობებს სტალინი აფინანსებდა ლაზარეს ტაბუს საკაცობრიო ფარული პროპაგანდის მიზნით.საღ აზრს არ არის მოკლებული ისიც, რომ საქართველოს, კერძოდ იმერული ტაბუს ამბავიც მასვე ჩაეტანა გერმანიაში. ამბობენ, რომ იოსებ სტალინი რუსული წარმოების "მოსკვიჩით" რამდენჯერმე იყო სოფელ ნუნისის მიდამოებში ასული ერთ დიდულვაშა კაცთან ერთად. სავარაუდოდ, ჰიტლერმა იცოდა საქართველოს ტაბუს შესახებ: "მოგვთა დილაში",რომელთა ავტორებიც ჟაკ ბერჟიე და ლუი პოველია აქცენტირებულია ჰიტლერის, როგორც მისტიკოსის ნააზრევი. კერძოდ, წიგნის შინაარსიდან გამომდინარე მას სჯეროდა, რომ ბიბლიაში აღწერილი წმინდა ქალაქი მდებარეობდა აღმოსავლეთით, უფრო ზუსტად,- კავკასიის სიახლოვეს, მიწისქვეშეთში. ჰიტლერის აზრით, საქართველო გერმანიის იმპერიის ფარგლებში უნდა შეტანილიყო:"დიდი გერმანიის საზღვრები იქნება, ამბობდა იგი,-ჩრდილო-აღმოსავლეთით ფინეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით-საქართველო ("გეორგიენე") და როგორც ცნობილია, "ცისფერი კავკასია" ხომ სულ პირზე ეკერა...

გურჯიევი გარდაიცვალა  1949 წლის 29 ოქომბერს.

გიორგი გურიელი

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.