USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
უცხოელი მკვლევარები საქართველოს და ქართველების შესახებ
თარიღი:  705

1) ,,კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პრაქტიკა –დიდება სრულად არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი ბევრად ადრე ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის."
კარლ რიტერი 1779–1859. გერმანელი გეოგრაფი. თანამედროვე გეოგრაფიის ერთერთი ფუძემდებელი.

2) "კავკასიური სახეობა - ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან, ვინაიდან მისი სამეზობლო ტერიტორია, და განსაკუთრებით კი ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას - ვგულისხმობ ქართველებს. ქართველები მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ერებს მიეკუთვნებიან. იქ ყველგან, ყოველ ადგილას თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ მაღალ კაცებს და მოხდენილ ქალებს კეთილშობილი იერით, მშვენიერი მახასიათებლებით და დიდრონი, ლამაზი თვალებით. ქართველები არიან ყველაზე მამაც და ღირსეულ ერებს შორის მსოფლიოში. როგორც ყველა სხვა კავკასიელი ერი, ისინიც სტუმართმოყვარენი და სანდოები გახლავან. ისეთივე სანდოები არიან, როგორც მათი ფარ-ხმალი და ისეთივე კისკასი და მოქნილნი, როგორიც მათი ცხენები. გულადები ომში და კეთილნი და ლმობიერნი თავიანთ სახლებში. ეს ხალხი წარმოშობს ყველაზე უმშვენიერეს ფორმას თავის ქალისა, რომლისგანაც შემდგომში, როგორც სრულყოფილი და პირველქმნილი ტიპისაგან - სხვები წარმოიშობიან. ამავდროულად ისინი თეთრნი არიან, რაც შეგვიძლია კაცობრიობის პირველად ფერად მივიჩნიოთ, და ასევე შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების სამყოფელი, მაშინ ეს უნდა მოხდეს სწორედ ამ რეგიონში."
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840). გერმანელი ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, ნატურალისტი, ფიზიოლოგი, ბიობლიოგრაფი. ფიზიკური და მეცნიერული ანთროპოლოგიის ფუძემდებელი. მან პირველმა გამოიყენა სიტყვა "რასა" და დაჰყო კაცობრიობა 5 მთავარ რასად: კავკასიური, მონღოლური, ეთიოპური, ამერიკული და მალაური.
"De generis humani variatate nativa". 1795 წ. გვ. 303.

3) "საქართველოს ისტორია თავის თავში ინახავს მსოფლიო ისტორიის საიდუმლოებებს. საქართველო და კავკასია ჩემი ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგად კულტურული თვალსაზრისით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს მსოფლიო ცივილიზაციაში."
თორ ჰეიერდალი - ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური, ეთნოგრაფი, ზოოლოგი, გეოგრაფი და მწერალი.

4) ედუარდ შვაიცერი (Schweizer, 1939, I, 58-59) ამბობს, რომ ბერძნებამდელი (პელაზგური) და მცირე აზიის (არაანატოლიური და არაფრიგიული) წარწერების ენები ეჭვგარეშედ არც ბერძნულია და უფრო მეტიც, არც ინდო-ევროპული.
ამ ენათაგან ზოგიერთი უეჭველად ერთმანეთს ენათესავებოდა. ეს ენები ქმნიდნენ ეგრედ წოდებულ ეგეოსურ-მცირე აზიურ ჯგუფს, რომელსაც კავშირი ჰქონდა ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიურ (ქართველური ოჯახი: ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური) ენებთან, ხოლო მეორე მხრივ ეტრუსკულთან.
იგივეს ადასტურებს (Pauli 1886, Thomsen 1899, Miller 1906, 13).
ციტატა აღებულია გია კვაშილავას შემდეგი სამეცნიერო გვერდიდან: GIA KVASHILAVA | TBILISI STATE UNIVERSITY - ACADEMIA.EDU;

5) "ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპული ქრისტიანობის წინაშე, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტანჯვით, თავისი თავდადებით ბრძოლებში. ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტად ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსლიმთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო ამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.
ამრიგად საქართველო ევროპისათვის იქცა ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხესიმაგრედ, რომელიც პირველ და უსაშინლეს დარტყმებს თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული სამსახური გასწია.
ყველაფრის მიუხედავად, ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, ადათები, ტრადიციები და რაღა თქმა უნდა, სარწმუნოება.
აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა ძალიან ბევრჯერ მიმართეს თავისი ენერგია და ფანატიზმი პატარა საქართველოს შეუდრეკელი მკერდისკენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი კლანჭები მაინც მისწვდა საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ხალხებს და მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამუსლიმება, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის წინსვლა სწორედ საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში შეაჩერეს საბოლოოდ.
ქრისტიანული საქართველოს ტაძრების ჯვრები სულ უფრო ზევით იწევდნენ, იმალებოდნენ შუაგულში, გამაგრდნენ უფრო ძლიერად და მაინც ისინი აგრძელებდნენ კაშკაშს. და მაინც საქართველოს ტაძრების ფეხთან რჩებოდა ისლამური ოქროს ნახევარმთვარე, მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან, ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი."
"ჯვაროსანი ერი" - რუსი გეოგრაფის, ევგენი მარკოვის წიგნიდან - "კავკასიის ნარკვევები".

6) "ლამის ყოველ წელიწადს სპარსეთის სიღრმეები აურაცხელი რაოდენობით გადმოანთხევენ ამ საზარელ ხალხს და ისინი ფარავენ ქვეყნიერების თითქმის მთელს ზედაპირს. მაგრამ ჩვენმა ტანჯვამ ღვთაებრივი განგებაც შეძრა და ღმერთის მოწყალებამ სპარსელთა ამპარტავნული თავხედობის წინააღმდეგ აღაზევა მათი მეტოქე სამეფო - იბერთა მოდგმის სახით. ღვთის მადლით, მუდმივი გამარჯვებებით ეს ერი ისე გაიზარდა და გაძლიერდა, რომ მათ გატეხეს და დაამხეს სპარსელთა ამპარტავნება!
ადრე იბერებს თვითონ ეშინოდათ ამ ხალხის და ერიდებოდნენ მათ, ახლა კი ისინი ბევრად აღემატებიან სპარსელებს ძალითა და სამხედრო გამოცდილებით. ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვით შორეულ სამეფოებსაც კი შიშის ზარს სცემდნენ, ახლა უკვე იმითაც კმაყოფილნი არიან, თავიანთი სამფლობელოების ფარგლებში დროებითი მშვიდობა მაინც თუ ექნებათ. იბერიის სამეფო მდებარეობს ჩრდილოეთში. ის აგრეთვე აფხაზეთის სახელით არის ცნობილი.
მისი მცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერით და თავიანთი მხედრული თვისებებით. ხშირი ომებით და განუწყვეტელი თავდასხმებით მათ გატეხეს სპარსელთა ძალები, ისე რომ, ეს უკანასკნელნი თავიანთ თავს მათ ტოლად უკვე აღარ თვლიდნენ. ამიტომ, საკუთარი მდგომარეობით შეშფოთებულებმა, თავი დაანებეს სხვა ქვეყნების რბევას და ძარცვას”.
ვილელმუს ტირენზისი (1130-1186 წწ.) - მეფე ბოლდუინ მეორის ისტორიკოსი.

7) "იბერიული - ღმერთების ენა" დოქტორი ჰერბერტ ძებიში პირველად სწორედ მან განაცხადა, რომ კრეტული ცივილიზაცია საიდანაც დაიწყო ევროპა (მისი გამორჩეული კულტურა და სახელმწიფოებრიობა) - ეს პროტო-ქართული, კოლხური ცივილიზაცია იყო და დაწერა წიგნი ამ სახელწოდებით.

"ქართველებმა ხმელთაშუა ზღვის არეალიდან, მედიტერანული წარმოშობის მარცვლოვანი დამწერლობა - თავიანთი პირველი წერითი სისტემა - საქართველოს არეალში განავრცეს. ფარნავაზის დროს (ძვ.წ. IV საუკუნე) მოხდა მარცვლოვანი დამწერლობიდან ანბანურ დამწერლობაზე, მრგვლოვანზე გადასვლა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ორივე ქართული დამწერლობითი სისტემა გვერდიგვერდ თანაარსებობდა. გაქრისტიანებით საბოლოდ დამკვიდრდა ანბანური მრგვლოვანი დამწერლობა. (იხ. ჰაინც ფენრიხი, Heinz Fähnrich 2013, გვ. 232.)

9) "ეტრუსკები, ისევე როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას."
ედმონ დემოლინსი (1852-1907) - ცნობილი ფრანგი სწავლული.

10) "სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს (წითელი ზღვა). ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეჲრები (იბერიული ტომების დიდი კავშირი), სასპეჲრებს ზემოთ კოლხები (კოლხურ ტომთა დიდი კავშირი), რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე (შავი ზღვა), რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.“ (წითელი ზღვიდან შავ ზღვამდე) - (ჰეროდოტეს „ისტორია“: წიგნი - IV, მელპომენე).

11) „ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწამოთმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა.“
კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი (history of medicine, Versuch einer pragmatischen Geschichte der Arzneikunde).

12) "კოლხეთში ქალები არიან მამაცნი, უფლების მოყვარენი, ძლიერნი და მებრძოლნი."
პტოლემე (87-165), ბერძენი სწავლული, მათემატიკოსი, გეოგრაფი და ასტრონომი.

13) ძველბერძენი პოეტი, ტრაგიკოსი ესქილე (ძვ.წ. 525-456) წერდა: "კოლხიდის გმირები, ყმაწვილი ქალები, ომში მამაცები, უშიშნი არიან".

14) კ. კრამარჟი და მ. წერეთელი უეჭველ ფაქტად მიიჩნევენ შუმერულისა და ქართულის ენობრივ ნათესაობას. (იხ. Journal of the Royal Asiatic society, 1913, "Sumerian and Georgian: A study of comparative philology" by M. Tsereteli").

15) "პელაზგური - იბერიული ენა" დოქტორი ჰერბერტ ძებიში პირველად სწორედ მან განაცხადა, რომ კრეტული ცივილიზაცია საიდანაც დაიწყო ევროპა (მისი გამორჩეული კულტურა და სახელმწიფოებრიობა) - ეს პროტო-ქართული, კოლხური ცივილიზაცია იყო და რომ ბალკანეთის პირველმცხოვრებლები, რომლებისგანაც სამხრეთ რუსეთიდან მოსულმა ელინებმა ყველაფერი ისწავლეს იყვნენ პელაზგები, რომლებიც კოლხურ ტომებს წარმოადგენდნენ და დაწერა წიგნი ამ სახელწოდებით. (იხ. Herbert Zebisch, Pelasgisch - Eine Iberische Sprache).

16) ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, ჰეკატეოს მილეტელის (ძვ.წ. VI ს.) ცნობის მიხედვით, მოსე ჯანაშვილი (1906 წ.) წერს, რომ "მოსხნი ( = მესხნი - ქართველები) კოლხის გვარტომნი არიან". (იხ. Hecatæi fragmenta 188; Müllerus 1841 წ., I ტ., გვ. 13).

17) თ. გამყრელიძის და ვიაჩესლავ ივანოვის ფუძემდებლური თეორიის მიხედვით, ძვ.წ. IV ათასწლეულში დასავლეთი და ცენტრალური ევროპა უძველესი ბალკანური კულტურების განადგურების შემდეგ კიდევ დიდხანს იყო არაინდოევროპული, ძვ.წ. II ათასწლეულამდე, როდესაც დაიწყო ევროპის ინდო-ევროპეიზაციის პროცესი. ანუ ძველი ინდო-ევროპული დიალექტების თანდათან გავრცელება ევროპაში. (იხ. Trends and linguistics, Studies and Monographs 80, Indo-European and Indo-Europeans II, by Thomas Gamkrelidze and Vjacheslav Ivanov).

18) ებრაელთა დავით მეფე, იგივე დავით მეფსალმუნე, ან დავით წინასწარმეტყველი, რომელმაც გოლიათს სძლია და რომელიც ისრაელის სამეფოს მართავდა დაახ. ძვ.წ. 1005 წლიდან ძვ.წ. 965 წლამდე, თავის 119-ე ფსალმუნში აღწერს, რომ ის იყო ტყვე პროტო-მესხებისა ანუ მეშექების (ან გადატანითი მნიშვნელობით აქ მოიაზრებს მთელ ებრაელ ერს და არა თავის თავს პირადად). საერთოდ ებრაელებს ამ პროტო-ქართველი, მეომარი, დიდი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ და ეს ამ ფსალმუნშიც ჩანს. მესხებს იმ პერიოდში ძლიერი სამეფო ჰქონდათ მესოპოტამიაში.
ფსალმუნი 119
"ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან."

19) ალფრედო ტრომბეტი (Trombetti 1922, I, 104; Dirr 1928, 26-27) წერს: "ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰ. შუხარდტს იმაში, რომ კავკასიის ფარგლებში თავი მოუყრიათ ხალხებს, რომელნიც წინათ გავრცელებულნი იყვნენ გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე. უახლესი გამოკვლევები ჩანს, იმაში ეთანხმება ერთმანეთს, რომ ოდინდელ კავკასიურ ენათა ჯგუფს მეტნაკლებად უკავშირდება შემდეგ ენები: ხალდური, ხურიტული, ელამური, ხათური, ეტრუსკული, კრეტული, იბერიული (ესპანეთში) და ბასკური."
ციტატა აღებულია გია კვაშილავას შემდეგი სამეცნიერო გვერდიდან: GIA KVASHILAVA | TBILISI STATE UNIVERSITY;

20) "შეიძლება გარკვევით ვთქვათ, რომ კასიტური, კოსების ენა, კიდევ ერთი უძველესი ენაა ქართველური (იბერო-კოლხური) ოჯახისა. მისი მატარებელი დინასტია მართავდა ბაბილონს ძვ.წ. მე-17 საუკუნის შუა წლებიდან ძვ.წ. მე-12 საუკუნის შუა წლებამდე. ამ ქვეყანას მართავდნენ კოლხები და მმართველობა კოლხურ ენაზე ხდებოდა."
იური მოსენკისი. რუსი მეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორი.

21) "კოლხებს, რომელნიც მაშინ კრეტაზე სახლობდნენ შეუძლიათ არა მხოლოდ იოცნებონ, არამედ გაითავისონ ის, რომ ისინი ბატონობდნენ ხმელთაშუა ზღვაზე და იყვნენ იმდროინდელი მსოფლიოს ჰეგემონები."
ბერძენი მეცნიერი ტ. კაფანტარისი (ბერძნული გაზეთი ვიმა საიენსი. 18.01.2009 წ.; T. Kafantaris; Greek newspaper "Vima Science" 18.01.2009).

22) "კოლხებს შენახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომელზეც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი."
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. მე-3 საუკუნე).
აი რას წერდა აკაკი ურუშაძე: "ძნელია ვიფიქროთ, რომ მდიდარი კულტურული წარსულის მქონე და ანგარიშგასაწევ ხალხად მიეჩნიათ კოლხები ბერძნებს, მათში უძველესი დამწერლობის არსებობის გარეშე."
კოლხურად კირიბი ეწოდება ბატკანს, რომლის ტყავისგანაც მზადდებოდა კვირბი, ეტრატი.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართულია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ. მაგრამ შესაძლებელია, შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართულ შტოს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს." ივანე ჯავახიშვილი.

23) "კოლხეთი უაღრესად კულტურული ქვეყანაა, იგი მეცნიერებისა და ხელოვნების მუზების ტაძარს წარმოადგენს" - ფაზისის აკადემიის კურსდამთავრებული, დიდი ბერძენი მოღვაწე თემისტიოსი. ახ.წ. მე-3 საუკუნე. ის თავის მოწაფეებს ურჩევდა ფაზისში მიეღოთ განათლება და არა ათენში.

24) "ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას, ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა იგივე ფაზისი იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა."
კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი. "მედიცინის ისტორია".

25) "თბილისი რომ არა შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად, მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალ ედ დინები, ჩინგიზ ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე..."
ასჯერ დაეცა თბილისი და ჰოი საოცრებავ!!! ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამპყრობლები - რომისა და ბიზანტიის მხედრობები, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა უმძლავრეს დარტმებს! ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი, თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისთვისაც... გიორგი სააკაძის - ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც, 300 არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდე ასგზის აღმატებულმა ისინი ალლაჰის ყივილით არ გადათელა..."
ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ავტრიელი პოეტი. მთარგმნელი. ნაწარმოებიდან "თბილისის აპოლოგია"

26) ,,დარჩა ის, რომ რამდენადაც ყოველთვის ცოდნა გსურს, ამ ქალაქში კოლხების მეფის ჩამოსვლას მართლა ვერ დაგიმალავ. ის მეფობს მდინარე ფაზისზე, ევქსინის ზღვის უბეში, კავკასიის მთიდან არც ისე ახლოს. მისი სახელი დადიანია. დღეს კოლხებს იტალიელები მეგრელებს (Mingrellos) ეძახიან".
ოჟიე გისლენ დე ბუსბეკი (Ogier Gisleen van Busbeke / Ogier Ghiselin de Busbecq),: 1522,— 1592. ფლამანდიელი დიპლომატი. ,,თურქული წერილები".

27) ანტიკური მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და სანდო წყარომ - ებრაული წარმოშობის რომაელმა მწერალმა იოსებ ფლავიუსმა თავის ,,იუდავურ სიძველეებში" ("Antiquities of the Jews", Josephus Flavius) ყველა მისთვის ცნობილი და მნიშვნელოვანი ხალხის, ეთნოსის წარმომავლობა აღწერა. ის წერს:
,,იაფეტის ძემ, თობალმა დააფუძნა თობალები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ".
თარგამი სომეხთა წინაპარი (მოვსეს ხორენაცის მიხედვით) - თობალის ძმის დაახლოებით შვილიშვილი ან შვილთაშვილი.

28) "კავკასიურ რასას თავის ქალას დახრის კუთხე სავსებით თითქმის მართი აქვს. განსაკუთრებით ეს ითქმის იტალიური, ქართული და ჩერქეზული ფიზიონომიის შესახებ" (ჰეგელი, 1845, 67).
"ეს ერი - ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდეს და საშიშია, რომ გამრავლდეს..."
“მხოლოდ კავკასიელ ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას. აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია…
მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიური რასის წყალობით ხდება”.
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი;

29) "სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური შარდენი ამბობს, რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან გახშირებული ქორწინებების გამო. სპარსეთში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი დედა არ ჰყავდეს."
ჩარლზ დარვინი. წიგნი "სახეობათა წარმოშობა".

30) "მეხილა საქართველო - კაცობრიობის კულტურის აკვანი, ეს ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება."
ერნესტ ვერნერ ფონ სიმენსი (1816-1892) - გერმანელი ინჟინერი, გამომგინებელი და ინდუსტრიალისტი.

31) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის რუსი სქიმმონაზონი იოაკიმე საქართველოს შესახებ:

,,...ქრისტეშობამდე 400 წლით ადრე საქართველოში დაიმკვიდრა ადგილი იმ დროის მთავარმა სიწმინდემ - ელია წინასწამეტყველის ხალენმა, სწორედ საქართველოში და სწორედ სვეტიცხოველში, სადაც ის დღემდეა. ეს უდიდესი ძალაა, შემდგომ მოდის ქრისტეს კვართი, შემდგომ ლურსმანი, რითაც დააჭედეს უფალი, კიდევ - ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში... ამიტომ, როცა ამდენ სიწმინდეს ერთად ვხედავთ, როცა ყველაფერი აქ იკრებს ერთად თავს, აღვიქვამთ რომ ეს ქვეყანა გადარჩენის ხომალდია! ღმერთს სურს, რომ აქ ყველა ქართველი გაერთიანდეს, თავი მოიყაროს, სწორედ მაშინ შევიმეცნებთ სისრულეს."

თორნიკე ფხალაძე

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.